ჩაბარების ვადა:
13 ოქტომბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2997 - ტენდერი სახეხი და საჭრელი აბრაზიული ქვების მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე
ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის შესყიდვაზე, კერძოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის შესასყიდი სახეხი და საჭრელი აბრაზიული ქვების მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე #06/10-GIG-P/CS-17
ტენდერის დეტალები:
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულებები ჯგუფში შემავალი კომპანიების სახელით;
- ერთი თვის მანძილზე შესასყიდი ქვების სავარაუდო რაოდენობები, გთხოვთ, იხილოთ დანართში N1.
შემსყიდველი კომპანიების ჩამონათვალი:
- შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“;
- შპს „მტკვარი ენერჯი“;
- შპს „ნეოგაზი“;
- შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“;
- შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- წინადადებები მიიღება ასევე არასრულ პოზიციებზე (კომპანიას თუ არ გააჩნია თითოეული დასახელება, შეუძლია წარმოადგინოს წინადადება იმ პოზიციებზე, რომლის მოწოდებაც მისთვის შესაძლებელია); - ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ, უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელიც არ მოითხოვს ავანსს;
- ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე, ელ-ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით: თეიმურაზ ჩიჩუა ელ-ფოსტა: t_chichua@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 13 ოქტომბერი 17:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი