ჩაბარების ვადა:

31 მარტი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T30076 - ტენდერი ჭკვიანი მრიცხველებისა და ალფა აღრიცხვის სისტემის მოწყობაზე

  • გამომცხადებელი: სილქნეტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 31 მარტი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სსსილქნეტიაცხადებს ტენდერს ჭკვიანი მრიცხველებისა და შესაბამისი „ალფა“ აღრიცხვის სისტემის მოწყობაზე. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საქართველოს მასშტაბით

  • უნდა მოაწყოს სს სილქნეტის კუთვნილ ინფრასტრუქტურასთან ჭკვიანი მრიცხველი არსებული ენერგო მომარეგების სქემის გადაკეთების გარეშე;
  • უზრუნველყოს ალფა აღრიცხვის სისტემისთვის საჭირო პროგრამის მოწოდება;
  • მოწოდებული პროგრამის გამოყენების ტრენინგი;
  • ტექნიკური მხარდაჭერა 1 წლის განმავლობაში. 

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოსკანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ- ჩათვლით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 31მარტის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: . თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7/#7 Heydar Aliyev Embankment.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.  

ტენდერის ნომერი: 2026/06
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2026  წლის 31 მარტის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიაზე  ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
  • კლიენტების ჩამონათვალი
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: გიორგი ნიჟარაძე
ტელეფონი: +995 551 555234
E-mail: gnizharadze@silknet.com; mgogoreliani@silknet.com
მისამართი:ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7

ტენდერის კატეგორია:

  • 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები
შეკითხვები