ჩაბარების ვადა:
20 მარტი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30089 - ტენდერი მასალების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: შპს "ვიდისი"
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 მარტი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ვიდისი“ გეგმავს მასალების შესყიდვას.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოგვიდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
- შევსებული დანართები: დანართი #1; დანართი #2; დანართი #3.
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, სრულად არ იქნება წარმოდგენილი/არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს/არ შეესაბამება სინამდვილეს/ყალბია
- არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს სრულყოფილად შევსებული დანართები: დანართი #1; დანართი #2; დანართი #3.
- გადახდის პირობა : კონსიგნაცია,მიწოდებიდან 40 კალენდარული დღე.
- მიწოდების ვადა : მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღე.
შეფასების კრიტერიუმები :
- ფასი
- გადახდის პირობა
- ხარისხი
- კომპანიის გამოცდილება და სანდოობა
- მიწოდების ვადები
სატენდერო წინადადების წარდგენა
- პოზიციების და სპეციფიკაციების ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ დანართი #1 ფაილში.
- შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ მეილზე : teo.marsagishvili@vdc.ge
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც კომპანია ინფორმაციას მიიღებს შემსყიდველისგან.
- ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
- სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
- წინადადების წარმოდგენის ვადა: 20 მარტი, 18:00 საათი
შენიშვნა:
- დანართში წარმოდგენილი მასალების რაოდენობა არის საორიენტაციო,რომელიც შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს.
- კომპანია არ იღებს ვალდებულებას დანართში მოცემული რაოდენობის სრულ შესყიდვაზე.
- შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად 2026 წლის განმავლობაში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: info@vdc.ge
ელ. ფოსტა: teo.marsagishvili@vdc.ge
ტელ: 577 15 33 11
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები