ჩაბარების ვადა:

20 მარტი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T30089 - ტენდერი მასალების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს "ვიდისი"
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 მარტი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ვიდისი“ გეგმავს მასალების შესყიდვას. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოგვიდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
  • შევსებული დანართები: დანართი #1; დანართი #2; დანართი #3. 

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია,  სრულად არ იქნება წარმოდგენილი/არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს/არ შეესაბამება სინამდვილეს/ყალბია
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში. 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს სრულყოფილად შევსებული დანართები: დანართი #1; დანართი #2; დანართი #3.
  • გადახდის პირობა : კონსიგნაცია,მიწოდებიდან 40 კალენდარული დღე.
  • მიწოდების ვადა : მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღე.

შეფასების კრიტერიუმები :

  • ფასი
  • გადახდის პირობა
  • ხარისხი
  • კომპანიის გამოცდილება და სანდოობა
  • მიწოდების ვადები 

სატენდერო წინადადების წარდგენა

  • პოზიციების და სპეციფიკაციების ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ დანართი #1 ფაილში.
  • შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ მეილზე : teo.marsagishvili@vdc.ge
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც კომპანია ინფორმაციას მიიღებს შემსყიდველისგან.
  • ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
  • სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
  • წინადადების წარმოდგენის ვადა: 20 მარტი, 18:00 საათი

შენიშვნა: 

  • დანართში წარმოდგენილი მასალების რაოდენობა არის საორიენტაციო,რომელიც შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს.
  • კომპანია არ იღებს ვალდებულებას დანართში მოცემული რაოდენობის სრულ შესყიდვაზე.
  • შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად 2026 წლის განმავლობაში

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: info@vdc.ge 
ელ. ფოსტა: teo.marsagishvili@vdc.ge
ტელ: 577 15 33 11

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
შეკითხვები