27 აპრილი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT30447 - ტენდერი მე-9 ენერგობლოკის გენერატორის ТВВ-320-2ЕУ3-ს (ტიპი- АРВ-СДП1) მუშა აგზნების სისტემის რევიზია/შეკეთებაზე
- გამომცხადებელი: მტკვარი ენერჯი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 27 აპრილი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს მტკვარი ენერჯი აცხადებს ტენდერს შპს “მტკვარი ენერჯი”-ს კუთვნილი მე-9 ენერგობლოკის გენერატორის ТВВ-320-2ЕУ3-ს (ტიპი- АРВ-СДП1) მუშა აგზნების სისტემის რევიზია/შეკეთებასთან დაკავშირებით - #15/04/26-MT-REPG
სამუშაოების აღწერა:
- საწყისი აღგზნების სისტემა - 2 ცალი
- საწყისი აღგზნების მართვის სისტემა - 2 კომპლექტი
- ტირისტორული გარდამსახების სიგნალიზაციის სისტემა - 1 კომპლექტი
- ტირისტორებით მართვის სისტემა - 1 კომპლექტი
- ტირისტორული გარდამსახები - 2 კომპლექტი
- ტირისტორების გაციების სისტემა - 2 კომპლექტი
- ველის ქრობის ავტომატები - 3 ცალი
- საწყისი და მუშა აღგზნების სისტემის ელექტრული მახასიათებლების შემოწმება - 2 კომპლექტი
- საწყისი და მუშა აღგზნების სისტემის კომპლექსური შემოწმება - 2 კომპლექტი
მისამართი: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2ა
სამუშაოების დაწყების თარიღი: დაზუსტდება დამკვეთთან მოლაპარაკების შემდგომ.
თანდართული დოკუმენტაცია:
- სამუშაოების აღწერილობა - განფასება - დანართი#1 და დანართი#2
წინადადების წარდგენის წესი:
- ტენდერის წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 27 აპრილი 17:00 საათი
- დოკუმენტაცია(დანართი#1) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება და ნომერი #15/04/26-MT-REPG
- კომერციული წინადადება წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- სამუშაოს შემსრულებლების გამოცდილების/კვალიფიკაციის მონაცემები და დამადასტურებელი საბუთი;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლება მოითხოვოს საბანკო გარანტიამოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
- წინადადების ჩაბარებების მისამართი: ქ.თბილისი, ზ. გამსახურდიას გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
მურთაზ სვანი - 599 18 53 72
ოპერაციული დირექტორი
მერაბ ლობჯანიძე - 599 18 97 74
ელექტრო საამქრო უფროსი
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ავთანდილ მანჯავიძე - 595 71 12 72
ტენდერის კატეგორია:
- 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება