ჩაბარების ვადა:

27 აპრილი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T30447 - ტენდერი მე-9 ენერგობლოკის გენერატორის ТВВ-320-2ЕУ3-ს (ტიპი- АРВ-СДП1) მუშა აგზნების სისტემის რევიზია/შეკეთებაზე

  • გამომცხადებელი: მტკვარი ენერჯი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 აპრილი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს მტკვარი ენერჯი აცხადებს ტენდერს შპს “მტკვარი ენერჯი”-ს კუთვნილი მე-9 ენერგობლოკის გენერატორის ТВВ-320-2ЕУ3-ს (ტიპი- АРВ-СДП1) მუშა აგზნების სისტემის რევიზია/შეკეთებასთან დაკავშირებით - #15/04/26-MT-REPG

სამუშაოების აღწერა: 

  • საწყისი აღგზნების სისტემა - 2 ცალი
  • საწყისი აღგზნების მართვის სისტემა - 2 კომპლექტი
  • ტირისტორული გარდამსახების სიგნალიზაციის სისტემა - 1 კომპლექტი
  • ტირისტორებით მართვის სისტემა - 1 კომპლექტი
  • ტირისტორული გარდამსახები - 2 კომპლექტი
  • ტირისტორების გაციების სისტემა - 2 კომპლექტი
  • ველის ქრობის ავტომატები - 3 ცალი
  • საწყისი და მუშა აღგზნების სისტემის ელექტრული მახასიათებლების შემოწმება - 2 კომპლექტი
  • საწყისი და მუშა აღგზნების სისტემის კომპლექსური შემოწმება - 2 კომპლექტი

მისამართი: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2ა

სამუშაოების დაწყების თარიღი: დაზუსტდება დამკვეთთან მოლაპარაკების შემდგომ. 

თანდართული დოკუმენტაცია:

  • სამუშაოების აღწერილობა - განფასება - დანართი#1 და დანართი#2

 წინადადების წარდგენის წესი:

  • ტენდერის წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 27 აპრილი 17:00 საათი
  • დოკუმენტაცია(დანართი#1) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება და ნომერი #15/04/26-MT-REPG
  • კომერციული წინადადება წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • სამუშაოს შემსრულებლების გამოცდილების/კვალიფიკაციის მონაცემები და დამადასტურებელი საბუთი;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლება მოითხოვოს საბანკო გარანტიამოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • წინადადების ჩაბარებების მისამართი: ქ.თბილისი, ზ. გამსახურდიას გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;  

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
მურთაზ სვანი - 599 18 53 72

ოპერაციული დირექტორი
მერაბ ლობჯანიძე - 599 18 97 74

ელექტრო საამქრო უფროსი

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ავთანდილ მანჯავიძე - 595 71 12 72

ტენდერის კატეგორია:

  • 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
შეკითხვები