7 მაისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30589 - ტენდერი ბანკის სათავო ოფისის შენობის ფასადის აღდგენა/სრულ რეაბილიტაციაზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 29 აპრილი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 7 მაისი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკის სათავო ოფისის შენობის ფასადის აღდგენა/სრულ რეაბილიტაციაზე, (ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74) ქვემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
ეტაპი I: კვლევა და ექსპერტიზა:
- კონსტრუქციული მდგრადობის შეფასება: ხანძრით დაზიანებული ფასადის მზიდი კონსტრუქციების (ლითონის კარკასი, სამაგრები, ანკერები) საჭიროების შემთხვევაში, ინსტრუმენტული გამოკვლევა და დასკვნის მომზადება მათი ხელახალი გამოყენების შესაძლებლობაზე.
- მინების და ვიტრაჟული სისტემების ინსპექტირება: თერმული ზემოქმედების შედეგად მინის პაკეტების და ალუმინის პროფილების დეფორმაციის ხარისხის დადგენა.
- ლაბორატორიული დასკვნა: საჭიროების შემთხვევაში, მასალების (ბეტონი, ფოლადი) სიმტკიცის ლაბორატორიული შემოწმება.
ეტაპი II: პროექტირება:
- დემონტაჟის ორგანიზების პროექტი (DOP): უსაფრთხო დემონტაჟის გეგმის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს შენობის ფუნქციონირებას (თუ ის ნაწილობრივ მუშაობს), ქვეითთა უსაფრთხოებას და ნარჩენების მართვას.
- ახალი ფასადის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია:
- არსებული ფასადის იდენტური ვიზუალის და ფუნქციური მახასიათებლების მქონე სისტემის შერჩევა (მასალების სპეციფიკაცია).
- ენერგოეფექტურობის პარამეტრების დაცვა.
- კონსტრუქციული ნახაზები და კვანძების დეტალიზაცია.
ეტაპი III: დემონტაჟი და მომზადება:
- ტერიტორიის მოწყობა: დამცავი ბადეების, ხარაჩოების და დროებითი ღობეების მონტაჟი.
- უსაფრთხო დემონტაჟი: დაზიანებული მინების, პროფილების და საიზოლაციო მასალების ეტაპობრივი მოხსნა.
- ნარჩენების გატანა: სამშენებლო ნარჩენების სორტირება და გატანა სპეციალიზებულ ნაგავსაყრელზე.
ეტაპი IV: სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები:
- ზედაპირის მომზადება: ფასადის გაწმენდა ჭვარტლისა და ნარჩენებისგან, ანტიკოროზიული დამუშავება.
- ახალი სისტემების მონტაჟი: ალუმინის ვიტრაჟული სისტემების, მინის პაკეტების და კომპოზიტური მასალების მონტაჟი არსებულის მსგავსი ტექნოლოგიით.
- ჰერმეტიზაცია და თბოიზოლაცია: კვანძების სრული ჰერმეტიზაცია წყალგამძლეობისა და თერმოიზოლაციის უზრუნველსაყოფად.
- ტენდერში მონაწილეებს კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ "სამუშაოთა წარმოების გეგმა", სადაც გაწერილი იქნება, როგორ აპირებენ მუშაობას მაღალ სართულებზე და როგორ უზრუნველყოფენ ქვემოთ მოძრავი ადამიანების/ავტომობილების უსაფრთხოებას.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს მინიმუმ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი ექნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა; შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ(ებ)ის სერტიფიკატ(ებ)ი:
შენიშვნა: თუ შემსრულებელს 20-მდე დასაქმებული ყავს ან შემსრულებელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, თვითონ დამსაქმებელს/ფიზიკურ პირს შეუძლია იყოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, 20-100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში მინიმუმ 1 დასაქმებული უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, 100-ზე დასაქმებულის შემთხვევაში კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამსახური/სტრუქტურული ერთეული, სადაც დასაქმებული ეყოლება მინიმუმ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი; თუ შემსრულებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შემსრულებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები;
- ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი;შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ელექტროდანადგარებზე მომუშავე თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;
- სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩამტარებელმა დამსაქმებელმა უნდა წარმოადგინოსდასაქმებულთა უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევის დოკუმენტი;
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
- რეკომენდაციები - მინიმუმ სამი;
პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მიმდინარე წლით დათარიღებული სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი #1 დანართის შესაბამისი ტექსტით, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე;
- სატენდერო წინადადება სატენდერო მოთხოვნების მიხედვით;
- მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
- კომპანიის ბოლო ორი წლის წლების ფინანსური ბრუნვა, წარმოდგენილი პასუხისგებელი პირის მიერდამოწმებული საბანკო ამონაწერის (არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის ბრუნვა);
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
შენიშვნა:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
- პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო, შიგნიდან, გარედან, სართულები, სახურავი;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკი“-ში;
5. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი დაბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროებისშემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 7 მაისი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, მობ: 595 901 200, ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge; ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ: არქიტექტორი გიორგი შაყულაშვილი 551 29 40 96, ელ-ფოსტა: Giorgi.Shakulashvili@lb.ge.
დამატებითი პირობები!
- სავალდებულოა წინადადების განფასება PDF ვერსიასთან ერთად წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის excel ფაილის სახით;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომსახურების დაწყებამდე წარმოადგინოს #3 დანართითგათვალისწინებული დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება