ჩაბარების ვადა:

7 მაისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30589 - ტენდერი ბანკის სათავო ოფისის შენობის ფასადის აღდგენა/სრულ რეაბილიტაციაზე

  • გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 29 აპრილი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 7 მაისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 29 აპრილი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკის სათავო ოფისის შენობის ფასადის აღდგენა/სრულ რეაბილიტაციაზე, (ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74) ქვემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

ეტაპი I: კვლევა და ექსპერტიზა:

  • კონსტრუქციული მდგრადობის შეფასება: ხანძრით დაზიანებული ფასადის მზიდი კონსტრუქციების (ლითონის კარკასი, სამაგრები, ანკერები) საჭიროების შემთხვევაში, ინსტრუმენტული გამოკვლევა და დასკვნის მომზადება მათი ხელახალი გამოყენების შესაძლებლობაზე.
  • მინების და ვიტრაჟული სისტემების ინსპექტირება: თერმული ზემოქმედების შედეგად მინის პაკეტების და ალუმინის პროფილების დეფორმაციის ხარისხის დადგენა.
  • ლაბორატორიული დასკვნა: საჭიროების შემთხვევაში, მასალების (ბეტონი, ფოლადი) სიმტკიცის ლაბორატორიული შემოწმება.

ეტაპი II: პროექტირება:

  • დემონტაჟის ორგანიზების პროექტი (DOP): უსაფრთხო დემონტაჟის გეგმის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს შენობის ფუნქციონირებას (თუ ის ნაწილობრივ მუშაობს), ქვეითთა უსაფრთხოებას და ნარჩენების მართვას.
  • ახალი ფასადის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია:
    - არსებული ფასადის იდენტური ვიზუალის და ფუნქციური მახასიათებლების მქონე სისტემის შერჩევა (მასალების სპეციფიკაცია).
    - ენერგოეფექტურობის პარამეტრების დაცვა.
    - კონსტრუქციული ნახაზები და კვანძების დეტალიზაცია.

ეტაპი III: დემონტაჟი და მომზადება:

  • ტერიტორიის მოწყობა: დამცავი ბადეების, ხარაჩოების და დროებითი ღობეების მონტაჟი.
  • უსაფრთხო დემონტაჟი: დაზიანებული მინების, პროფილების და საიზოლაციო მასალების ეტაპობრივი მოხსნა.
  • ნარჩენების გატანა: სამშენებლო ნარჩენების სორტირება და გატანა სპეციალიზებულ ნაგავსაყრელზე.

ეტაპი IV: სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები:

  • ზედაპირის მომზადება: ფასადის გაწმენდა ჭვარტლისა და ნარჩენებისგან, ანტიკოროზიული დამუშავება.
  • ახალი სისტემების მონტაჟი: ალუმინის ვიტრაჟული სისტემების, მინის პაკეტების და კომპოზიტური მასალების მონტაჟი არსებულის მსგავსი ტექნოლოგიით.
  • ჰერმეტიზაცია და თბოიზოლაცია: კვანძების სრული ჰერმეტიზაცია წყალგამძლეობისა და თერმოიზოლაციის უზრუნველსაყოფად.
  • ტენდერში მონაწილეებს კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ "სამუშაოთა წარმოების გეგმა", სადაც გაწერილი იქნება, როგორ აპირებენ მუშაობას მაღალ სართულებზე და როგორ უზრუნველყოფენ ქვემოთ მოძრავი ადამიანების/ავტომობილების უსაფრთხოებას. 

2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს მინიმუმ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი ექნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა; შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ(ებ)ის სერტიფიკატ(ებ)ი:

შენიშვნა: თუ შემსრულებელს 20-მდე დასაქმებული ყავს ან შემსრულებელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, თვითონ დამსაქმებელს/ფიზიკურ პირს შეუძლია იყოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, 20-100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში მინიმუმ 1 დასაქმებული უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, 100-ზე დასაქმებულის შემთხვევაში კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამსახური/სტრუქტურული ერთეული, სადაც დასაქმებული ეყოლება მინიმუმ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი; თუ შემსრულებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შემსრულებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები;

  • ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი;შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ელექტროდანადგარებზე მომუშავე თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;
  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩამტარებელმა დამსაქმებელმა უნდა წარმოადგინოსდასაქმებულთა უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევის დოკუმენტი;
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
  • რეკომენდაციები - მინიმუმ სამი;

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მიმდინარე წლით დათარიღებული სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი #1 დანართის შესაბამისი ტექსტით, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება;

  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • ომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე;
  • სატენდერო წინადადება სატენდერო მოთხოვნების მიხედვით;
  • მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
  • კომპანიის ბოლო ორი წლის წლების ფინანსური ბრუნვა, წარმოდგენილი პასუხისგებელი პირის მიერდამოწმებული საბანკო ამონაწერის (არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის ბრუნვა);
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

შენიშვნა:

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
  • პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო, შიგნიდან, გარედან, სართულები, სახურავი;

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკი“-ში;

5. ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი დაბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროებისშემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას; 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 7 მაისი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, მობ: 595 901 200, ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge; ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ: არქიტექტორი გიორგი შაყულაშვილი 551 29 40 96, ელ-ფოსტა: Giorgi.Shakulashvili@lb.ge.

დამატებითი პირობები! 

  • სავალდებულოა წინადადების განფასება PDF ვერსიასთან ერთად წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის excel ფაილის სახით;
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომსახურების დაწყებამდე წარმოადგინოს #3 დანართითგათვალისწინებული დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
შეკითხვები