ჩაბარების ვადა:

13 ნოემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3084 - ტენდერი ფოლადის მილების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია „ჯი ენ ელექტრიკ“-ი ცაგერის რაიონში მდ. რაჩხაზე ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.

პროექტისთვის კომპანიას ესაჭიროება ფოლადის მილები შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით:

ფოლადის მილები - მეორადი (მთლიანი, სწორი ნაკერით):

  • დიამეტრი - 1020 მმ
  • კედლის სისქე - 10 მმ
  • ფოლადის მარკა - მინიმუმ Ст.3сп
  • ჯამური სიგრძე - 700 მ
  • თითო მილის სიგრძე - მინიმუმ 10 მ

ექსპლუატაციაში ყოფნის დრო და პირობები
დამუშავება:

  • ნადების ფენის მოხსნა (შიგნიდან და გარედან);
  • ნაზოლის (фаска) მოჭრა;

მიწოდების ადგილი:

  • ცაგერის რაიონი, სოფ. ოყურეში.

დაინტერესბულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სატენდერო დოკუმენტაცია დალუქული კონვერტით:

  • კომპანიის მიმდინარე თვეში განახლებული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს სამართლებრივი საქმის წარმოება;
  • კვალიფიციური ლაბორატორიის მიერ გაცემული ცნობა ფოლადის მილების მარკის შესახებ (სასურველია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული);
  • პროდუქციის მოწოდების დრო;
  • გადახდის პირობები (დროში გაწერილი ავანსის ოდენობა, საბოლოო გადახდა)
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში ავანსის ოდენობის საბანკო გარანტიის წარმოდგენა მაღალი რეპუტაციის მქონე ქართული ბანკიდან.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

გთხოვთ მოგვაწოდოთ ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია მისამართზე: თბილისი, ბარნოვის ქ. #90, ბინა #1. მ.წ. 13 ნოემბრამდე.

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ელ. ფოსტა- imoniava@gnelectric.ge  ; ტელ: 595 96 93 13 - იოსებ მონიავა.

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები