ჩაბარების ვადა:
13 ნოემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3084 - ტენდერი ფოლადის მილების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია „ჯი ენ ელექტრიკ“-ი ცაგერის რაიონში მდ. რაჩხაზე ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.
პროექტისთვის კომპანიას ესაჭიროება ფოლადის მილები შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით:
ფოლადის მილები - მეორადი (მთლიანი, სწორი ნაკერით):
- დიამეტრი - 1020 მმ
- კედლის სისქე - 10 მმ
- ფოლადის მარკა - მინიმუმ Ст.3сп
- ჯამური სიგრძე - 700 მ
- თითო მილის სიგრძე - მინიმუმ 10 მ
ექსპლუატაციაში ყოფნის დრო და პირობები
დამუშავება:
- ნადების ფენის მოხსნა (შიგნიდან და გარედან);
- ნაზოლის (фаска) მოჭრა;
მიწოდების ადგილი:
- ცაგერის რაიონი, სოფ. ოყურეში.
დაინტერესბულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სატენდერო დოკუმენტაცია დალუქული კონვერტით:
- კომპანიის მიმდინარე თვეში განახლებული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს სამართლებრივი საქმის წარმოება;
- კვალიფიციური ლაბორატორიის მიერ გაცემული ცნობა ფოლადის მილების მარკის შესახებ (სასურველია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული);
- პროდუქციის მოწოდების დრო;
- გადახდის პირობები (დროში გაწერილი ავანსის ოდენობა, საბოლოო გადახდა)
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში ავანსის ოდენობის საბანკო გარანტიის წარმოდგენა მაღალი რეპუტაციის მქონე ქართული ბანკიდან.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ მოგვაწოდოთ ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია მისამართზე: თბილისი, ბარნოვის ქ. #90, ბინა #1. მ.წ. 13 ნოემბრამდე.
კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ელ. ფოსტა- imoniava@gnelectric.ge ; ტელ: 595 96 93 13 - იოსებ მონიავა.
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები