ჩაბარების ვადა:
22 ნოემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3087 - ტენდერი ქარხნების თანამშრომლების ტანსაცმლის რეცხვით უზრუნველყოფაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი“ აცხადებს ტენდერს შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე:
- პროფილი: საქართველოს მასშტაბით ქარხნების თანამშრომლების ტანსაცმლის რეცხვით უზრუნველყოფა.
- პერიოდი: 1 წელი
ქარხნის თანამშრომლების ტანსაცმლის რეცვა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: შარვალი, ქურთუკი, მაისური, ჟაკეტი. მომსახურე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ტანსაცმლის წაღება და რეცხვა, ასევე უკან დაბრუნება.
ტანსაცმლის წაღება-ჩაბარების სქემა და გრაფიკი, ასევე სხვა საჭირო ტექნიკური, თუ საორგანიზაციო დეტალები შეთანხმდება ინდივიდუალურად, კომპანიებს შორის ორმხრივი შეთანხმბის საფუძველზე.
მომსახურების მიმღებთა რაოდენობა ქვეყნის მაშტაბით შეადგენს დაახლოებით 1 000 ადამიანს.
შესასყიდი მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერი გახსნილად ითვლება განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
- ტენდერი გრძელდება 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
- ტენდერი დასრულების შემდეგ განაცხადები აღარ მიიღება.
- მონაწილე განაცხადს ათავსებს დახურულ კონვერტში, ლუქავს და წარადგენს შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ სათაო ოფისში, კანცელარიაში. მისამართზე ალ.ყაზბეგის 21.
- მონაწილემ დახურული კონვერტით უნდა წარმოადგინოს საკუთარი კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, აგრეთვე უნდა წარმოადგინოს იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
- განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 22 ნოემბერი.
- ტენდერის შედეგების შესახებ, ეცნობებათ მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიებს, რის შედეგაც მოწვეული იქნებიან შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ სათაო ოფისში, ხელშეკრულების გასაფორმებლად.
დამატებითი ინფრომაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: +995 (598) 687 318 შალვა ბერიძე
ტენდერის კატეგორია:
- 98300000 სხვადასხვა მომსახურება