ჩაბარების ვადა:

22 ნოემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3087 - ტენდერი ქარხნების თანამშრომლების ტანსაცმლის რეცხვით უზრუნველყოფაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი“ აცხადებს ტენდერს შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე:

  • პროფილი: საქართველოს მასშტაბით ქარხნების თანამშრომლების ტანსაცმლის რეცხვით უზრუნველყოფა.
  • პერიოდი: 1 წელი

ქარხნის თანამშრომლების ტანსაცმლის რეცვა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: შარვალი, ქურთუკი, მაისური, ჟაკეტი. მომსახურე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ტანსაცმლის წაღება და რეცხვა, ასევე უკან დაბრუნება.

ტანსაცმლის წაღება-ჩაბარების სქემა და გრაფიკი, ასევე სხვა საჭირო ტექნიკური, თუ საორგანიზაციო დეტალები შეთანხმდება ინდივიდუალურად, კომპანიებს შორის ორმხრივი შეთანხმბის საფუძველზე.

მომსახურების მიმღებთა რაოდენობა ქვეყნის მაშტაბით შეადგენს დაახლოებით 1 000 ადამიანს.

შესასყიდი მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • ტენდერი გახსნილად ითვლება განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
  • ტენდერი გრძელდება 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • ტენდერი დასრულების შემდეგ განაცხადები აღარ მიიღება.
  • მონაწილე განაცხადს ათავსებს დახურულ კონვერტში, ლუქავს და წარადგენს შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ სათაო ოფისში, კანცელარიაში. მისამართზე ალ.ყაზბეგის 21.
  • მონაწილემ დახურული კონვერტით უნდა წარმოადგინოს საკუთარი კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, აგრეთვე უნდა წარმოადგინოს იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
  • განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 22 ნოემბერი.
  • ტენდერის შედეგების შესახებ, ეცნობებათ მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიებს, რის შედეგაც მოწვეული იქნებიან შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ სათაო ოფისში, ხელშეკრულების გასაფორმებლად.

დამატებითი ინფრომაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: +995 (598) 687 318 შალვა ბერიძე

ტენდერის კატეგორია:

  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება