ჩაბარების ვადა:

6 ივლისი 2026, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31021 - ტენდერი ძვირფასი ლითონების და თვლების, ნაღდი ფულის საცავისა და პოლიტიკური რისკების დაზღვევაზე

  • გამომცხადებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 6 ივლისი 2026 დრო 12:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესი" აცხადებს ტენდერს შემდეგ მომსახურებაზე:

1) საცავში ან/და სეიფში განთავსებული ნაღდი ფულის, ვალუტის, მონეტების, ზოდების, ძვირფასი ლითონების, ბრილიანტების და სხვა ძვირფასი ლითონების და თვლების დაზღვევა;

  • პასუხისმგებლობის ლიმიტი: 335,000,000 აშშ დოლარი თითოეულ და ნებისმიერ ზარალზე(ნაღდი ფული: 5,000,000 აშშ დოლარი, ფასეულობები: 330,000,000 აშშ დოლარი);
  • ფრანშიზა: 100,000 აშშ დოლარი თითოეულ ზარალზე ან ერთი და იმავე შემთხვევიდან გამომდინარე ზარალების სერიაზე;
  • ვადა: 1 წელი;

2) პოლიტიკური რისკების(ტერორისტული აქტი, საბოტაჟი, მასობრივი არეულობა, გაფიცვები და/ან სამოქალაქო მღელვარება, ვანდალიზმი, ამბოხება, რევოლუცია ან აჯანყება, სამხედრო დაუმორჩილებლობა და/ან სახელმწიფო გადატრიალება, ომი და/ან სამოქალაქო ომი და/ან ნებისმიერი მტრული ქმედება მეომარი სახელმწიფოს მიერ ან მის წინააღმდეგ) დაზღვევა;

  • პასუხისმგებლობის ლიმიტი: 335,000,000 აშშ დოლარი თითოეულ და ნებისმიერ ზარალზე;
  • ფრანშიზა: ნულოვანი;
  • ვადა: 1 წელი

აუცილებელია რისკების დასაზღვევად გადაზღვევის საერთაშორისო სქემების გამოყენება(გადაზღვევა);

წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე, ასევე კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი და ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;

შემოთავაზება უნდა აიტვირთოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: vladimer@rico.ge

ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გაგზავნილ უნდა იქნას ელ-ფოსტაზე: vladimer@rico.ge

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 06 ივლისი, 12:00 სთ-მდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები
შეკითხვები