6 ივლისი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარეT31021 - ტენდერი ძვირფასი ლითონების და თვლების, ნაღდი ფულის საცავისა და პოლიტიკური რისკების დაზღვევაზე
- გამომცხადებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 6 ივლისი 2026 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესი" აცხადებს ტენდერს შემდეგ მომსახურებაზე:
1) საცავში ან/და სეიფში განთავსებული ნაღდი ფულის, ვალუტის, მონეტების, ზოდების, ძვირფასი ლითონების, ბრილიანტების და სხვა ძვირფასი ლითონების და თვლების დაზღვევა;
- პასუხისმგებლობის ლიმიტი: 335,000,000 აშშ დოლარი თითოეულ და ნებისმიერ ზარალზე(ნაღდი ფული: 5,000,000 აშშ დოლარი, ფასეულობები: 330,000,000 აშშ დოლარი);
- ფრანშიზა: 100,000 აშშ დოლარი თითოეულ ზარალზე ან ერთი და იმავე შემთხვევიდან გამომდინარე ზარალების სერიაზე;
- ვადა: 1 წელი;
2) პოლიტიკური რისკების(ტერორისტული აქტი, საბოტაჟი, მასობრივი არეულობა, გაფიცვები და/ან სამოქალაქო მღელვარება, ვანდალიზმი, ამბოხება, რევოლუცია ან აჯანყება, სამხედრო დაუმორჩილებლობა და/ან სახელმწიფო გადატრიალება, ომი და/ან სამოქალაქო ომი და/ან ნებისმიერი მტრული ქმედება მეომარი სახელმწიფოს მიერ ან მის წინააღმდეგ) დაზღვევა;
- პასუხისმგებლობის ლიმიტი: 335,000,000 აშშ დოლარი თითოეულ და ნებისმიერ ზარალზე;
- ფრანშიზა: ნულოვანი;
- ვადა: 1 წელი
აუცილებელია რისკების დასაზღვევად გადაზღვევის საერთაშორისო სქემების გამოყენება(გადაზღვევა);
წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე, ასევე კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი და ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
შემოთავაზება უნდა აიტვირთოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: vladimer@rico.ge
ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გაგზავნილ უნდა იქნას ელ-ფოსტაზე: vladimer@rico.ge
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 06 ივლისი, 12:00 სთ-მდე.
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
- 66700000 გადაზღვევის მომსახურებები