15 ნოემბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3120 - ტენდერი ჟალუზების დამზადება-მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ფასთა გამოკითხვას მომსახურების: ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ჟალუზების დამზადება-მონტაჟის შესყიდვაზე 07/11-NEO-S/LOUVRES-17
მომსახურების აღწერა:
ქ. თბილისში, მისამართზე : ქ. თბილისი, მარჯვენა სანაპირო, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარებარე აგგს-ზე ჟალუზების დამზადება-მონტაჟის სამუშაოები.
ტენდერის აღწერა:
ავტოფარეხის ღიობების ზომები:
- 1 ცალი - 4.5*4.15 (H)
- 1 ცალი - 4.4*3.85 (H)
- 1 ცალი - 4.4*4.15 (H)
- 1 ცალი - 4.4*3.95 (H)
შენიშვნა: ღიობი უნდა დარჩეს სრულად , დოლურა უნდა აიწიოს ღიობის ზემოთ
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
აუცილებელი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ყველანაირი ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; წინადადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: v_maisuradze@giec.ge .
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით: გეგი წიკლაური; საკონტაქტო ნომერი: 595 33 44 84
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 15 ნოემბერი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
- 39500000 ქსოვილის ნივთები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები