13 ივლისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT31230 - ტენდერი საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 13 ივლისი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მომსახურებაზე (#29/06-GIEC-HPP / Kakhareti Engineering-Geological Survey -26)
ტექნიკური დავალება:
შესყიდვის ობიექტი:
საპროექტო ტერიტორიაზე საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ჩატარების, ლაბორატორიული ანალიზების, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნისა და შესაბამისი ანგარიშის მომზადების მომსახურება.
სამუშაოს აღწერა და მიზანი
ტექნიკური დავალების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია დანართის სახით.
საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ობიექტი მდებარეობს საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კახარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 41°39'49.08"N, 42°44'15.68"E გეოგრაფიულ კოორდინატებზე.
კვლევა უნდა განხორციელდეს დაახლოებით 0.7 ჰექტარის ფართობზე და მიზნად ისახავს ტერიტორიისგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასებას, გრუნტების ფიზიკურ-მექანიკურითვისებების განსაზღვრას, გეოდინამიკური პროცესების გამოვლენას და მშენებლობისათვის საჭირო საწყისიმონაცემების მიღებას.
მომსახურების შესრულების საორიენტაციო პერიოდი:
2026 წლის ივლისის თვე
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- მომსახურების შესრულების ვადა;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშგების ფორმისა და ვადების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
- დადასტურება, რომ პრეტენდენტი მზად არის ხელშეკრულების გაფორმებამდე ან/და მომსახურებისდაწყებამდე ადგილზე შეისწავლოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა;
- კომპანიის გამოცდილების აღწერა ანალოგიური მომსახურებების შესრულებაში;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისარარსებობის შესახებ;
- ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- სპეციალისტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
აუცილებელი პირობები:
- პრეტენდენტი ვალდებულია საბოლოო წინადადების მომზადებამდე ან ხელშეკრულების გაფორმებამდეადგილზე შეისწავლოს ობიექტი და დამკვეთთან დააზუსტოს სამუშაო პირობები;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები უნდა განხორციელდეს მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- საბოლოო ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს საკვლევი ტერიტორიის გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, ტექტონიკური, სეისმური და გეოდინამიკური პირობების შეფასება;
- შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს საველე, ლაბორატორიული და კამერალური სამუშაოების სრულყოფილად შესრულება;
- შემსრულებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები;
- საბოლოო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე PDF და რედაქტირებად ფორმატში.
წინადადების წარდგენის წესი:
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტითდამკვეთის მისამართზე – თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160.
კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება:
საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მომსახურებაზე და ნომერი #29/06-GIEC-HPP / Kakhareti Engineering-Geological Survey -26
ასევე, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო მონაცემები.
ადრესატი:
კარლო გახოკია
ტელ: 599 09 99 91
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 13 ივლისი, 17:00 სთ.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
თორნიკე ჩაგუნავა
მობ: 555 466 555
Email: tchagunava@giec.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71351000 გეოლოგიური, გეოფიზიკური და სხვა სამეცნიერო-კვლევითი მომსახურებები