ჩაბარების ვადა:

13 ივლისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31230 - ტენდერი საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 13 ივლისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპსსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციაცხადებს ტენდერს საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მომსახურებაზე (#29/06-GIEC-HPP / Kakhareti Engineering-Geological Survey -26)

ტექნიკური დავალება:

შესყიდვის ობიექტი:  

საპროექტო ტერიტორიაზე საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ჩატარების, ლაბორატორიული ანალიზების, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნისა და შესაბამისი ანგარიშის მომზადების მომსახურება.

სამუშაოს აღწერა და მიზანი

ტექნიკური დავალების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია დანართის სახით.

საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ობიექტი მდებარეობს საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კახარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 41°39'49.08"N, 42°44'15.68"E გეოგრაფიულ კოორდინატებზე.

კვლევა უნდა განხორციელდეს დაახლოებით 0.7 ჰექტარის ფართობზე და მიზნად ისახავს ტერიტორიისგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასებას, გრუნტების ფიზიკურ-მექანიკურითვისებების განსაზღვრას, გეოდინამიკური პროცესების გამოვლენას და მშენებლობისათვის საჭირო საწყისიმონაცემების მიღებას. 

მომსახურების შესრულების საორიენტაციო პერიოდი:

2026 წლის ივლისის თვე

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოთ:
  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • მომსახურების შესრულების ვადა;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშგების ფორმისა და ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
  • დადასტურება, რომ პრეტენდენტი მზად არის ხელშეკრულების გაფორმებამდე ან/და მომსახურებისდაწყებამდე ადგილზე შეისწავლოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა;
  • კომპანიის გამოცდილების აღწერა ანალოგიური მომსახურებების შესრულებაში;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისარარსებობის შესახებ;
  • ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • სპეციალისტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

აუცილებელი პირობები:

  • პრეტენდენტი ვალდებულია საბოლოო წინადადების მომზადებამდე ან ხელშეკრულების გაფორმებამდეადგილზე შეისწავლოს ობიექტი და დამკვეთთან დააზუსტოს სამუშაო პირობები;
  • საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები უნდა განხორციელდეს მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად;
  • საბოლოო ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს საკვლევი ტერიტორიის გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, ტექტონიკური, სეისმური და გეოდინამიკური პირობების შეფასება;
  • შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს საველე, ლაბორატორიული და კამერალური სამუშაოების სრულყოფილად შესრულება;
  • შემსრულებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები;
  • საბოლოო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე PDF და რედაქტირებად ფორმატში.

წინადადების წარდგენის წესი:

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტითდამკვეთის მისამართზეთბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2, 0160.

კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება:

საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მომსახურებაზე და ნომერი #29/06-GIEC-HPP / Kakhareti Engineering-Geological Survey -26 

ასევე, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო მონაცემები.

ადრესატი:
კარლო გახოკია
ტელ: 599 09 99 91 

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 13 ივლისი, 17:00 სთ.

შეთავაზების ვალუტა: ლარი. 

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

თორნიკე ჩაგუნავა
მობ:  555 466 555
Email:
 tchagunava@giec.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 71351000 გეოლოგიური, გეოფიზიკური და სხვა სამეცნიერო-კვლევითი მომსახურებები
შეკითხვები