10 თებერვალი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT313 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე
შპს "სახალხო აფთიაქი" გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის, შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საწვავი.
შესასყიდი საწვავის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შეფასების კრიტერიუმები:
- 1. ფასი - 0.4
- 2. გადახდის პირობა - 0.4
- 3. ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობა - 0.2
შევსებულ ცხრილთან (ცხრილი 1) ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1. გადახდის პირობა
2. ბენზინგასამართი სადგურების ზუსტი რაოდენობა და ადგილმდებარეობების ჩამონათვლი.
3. საწვავის მოწოდების სერვისის შესახებ ინფორმაცია (ტალონების სახით, ელექტრონული ბარათების სახით ან ორივე).
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ მეილებზე nana@pp.ge და info@pp.ge 2015 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.
საკონტაქტო პირი: ნანა ტიტვინიძე
ტელეფონი: +995 577 440 446