ჩაბარების ვადა:

5 ოქტომბერი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32219 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი”-ს სათავო ოფისის უკანა ფასადის მხრიდან სარდაფის სართულების დამცავი კონსტრუქციის მოწყობაზე

  • გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 29 სექტემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 ოქტომბერი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 29 სექტემბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი”-ს სათავო ოფისის უკანა ფასადის მხრიდან სარდაფის სართულების დამცავი კონსტრუქციის მოწყობაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის (დანართი #1) და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით.

2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების სისტემის ორგანიზების შესახებ: პასუხისმგებელი პირის/შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მონაცემები და შესაბამისი კვალიფიკაციისდამადასტურებელი დოკუმენტი.
  • შრომის უსაფრთხოების მოქმედი შიდა დოკუმენტაციის არსებობის დამადასტურებელიინფორმაცია: კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა, შრომის უსაფრთხოების სფეროშიმოვალეობების, უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების განაწილება, შესასრულებელი სამუშაოების ინსტრუქტაჟები, შრომის უსაფრთხობის დაცვის და სწავლების  გეგმა გრაფიკი;
  • ინფორმაცია სპეციალური კვალიფიკაციის მქონე პერსონალის შესახებ (თუ შესასრულებელისამუშაოების ხასიათი ამას მოითხოვს): ელექტროტექნიკური, ელექტროსამონტაჟო, ელექტროსარემონტო, ელექტროშემდუღებელი და სხვა სპეციალური სამუშაოების შემსრულებელი პირების შესაბამისი კვალიფიკაციის, ენერგოუსაფრთხოების ჯგუფის ან სხვა სავალდებულო სერტიფიკატის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • ეკონომიური საქმიანობათა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერი (თუაღნიშნული რეგისტრაცია კანონით სავალდებულოა).
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
  • რეკომენდაციები - მინიმუმ სამი

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მიმდინარე წლით დათარიღებული სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი #2 დანართის შესაბამისი ტექსტით, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება;

  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე;
  • შევსებული სატენდერო წინადადება საპროექტო დოკუმენტაციის და ფასების ცხრილის მიხედვით;
  • მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
  • კომპანიის ბოლო ორი წლის წლების ფინანსური ბრუნვა, წარმოდგენილი პასუხისგებელი პირის მიერდამოწმებული საბანკო ამონაწერის (არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის ბრუნვა);
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები

შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა:
სამუშაოების შესრულების ვადის წარმოდგენა უნდა მოხდეს შემდეგი სამუშაო გრაფიკის შესაბამისად: 10:00-18:00 სთ.

პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო; 

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკი“-ში.

5. ზოგადი პირობები

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი დაბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროებისშემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას. 

დამატებითი პირობები!

  • სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, საჭირო ნებისმიერი  ინსტალაციის პროცესებთან დაკავშირებული ვალდებულება ეკისრება შემსრულებელს და ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნულის გათვალისწინებით.
  • სავალდებულო პირობაა შესრულებულ სამუშაოზე არანაკლებ  15 წლიანი საგარანტიო ვადის წარმოდგენა;
  • სავალდებულოა წინადადების განფასება PDF ვერსიასთან ერთად წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის excel ფაილის სახით;
  • მონაწილე კომპანიას არ აქვს უფლება ბანკის სატენდერო განცხადებაში წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში შეიტანოს ცვლილება ბანკის წარმომადგენელთან ოფიციალური (მეილით) შეთანხმების გარეშე.
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს ფართის და მიმდებარე ტერიტორიის გენერალური დალაგება/დასუფთავება, ასევე ვიტრაჟების/ვიტრინების წმენდა შიდა და გარე მხრიდან

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 ოქტომბერი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, მობ: 595 901 200, ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია პროექტის ავტორი ბაკურ მირიანაშვილი, მობ: 599-50-58-34; 

ტენდერის კატეგორია:

  • 45223100 ლითონის კონსტრუქციების აწყობა
  • 45223210 ფოლადის მზიდი კონსტრუქციის აგება
შეკითხვები