5 ოქტომბერი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32219 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი”-ს სათავო ოფისის უკანა ფასადის მხრიდან სარდაფის სართულების დამცავი კონსტრუქციის მოწყობაზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 29 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 ოქტომბერი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი”-ს სათავო ოფისის უკანა ფასადის მხრიდან სარდაფის სართულების დამცავი კონსტრუქციის მოწყობაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის (დანართი #1) და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით.
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კომპანიის მიმოხილვა:
- ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების სისტემის ორგანიზების შესახებ: პასუხისმგებელი პირის/შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მონაცემები და შესაბამისი კვალიფიკაციისდამადასტურებელი დოკუმენტი.
- შრომის უსაფრთხოების მოქმედი შიდა დოკუმენტაციის არსებობის დამადასტურებელიინფორმაცია: კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა, შრომის უსაფრთხოების სფეროშიმოვალეობების, უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების განაწილება, შესასრულებელი სამუშაოების ინსტრუქტაჟები, შრომის უსაფრთხობის დაცვის და სწავლების გეგმა გრაფიკი;
- ინფორმაცია სპეციალური კვალიფიკაციის მქონე პერსონალის შესახებ (თუ შესასრულებელისამუშაოების ხასიათი ამას მოითხოვს): ელექტროტექნიკური, ელექტროსამონტაჟო, ელექტროსარემონტო, ელექტროშემდუღებელი და სხვა სპეციალური სამუშაოების შემსრულებელი პირების შესაბამისი კვალიფიკაციის, ენერგოუსაფრთხოების ჯგუფის ან სხვა სავალდებულო სერტიფიკატის დამადასტურებელი დოკუმენტები.
- ეკონომიური საქმიანობათა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერი (თუაღნიშნული რეგისტრაცია კანონით სავალდებულოა).
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
- რეკომენდაციები - მინიმუმ სამი
პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მიმდინარე წლით დათარიღებული სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი #2 დანართის შესაბამისი ტექსტით, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე;
- შევსებული სატენდერო წინადადება საპროექტო დოკუმენტაციის და ფასების ცხრილის მიხედვით;
- მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
- კომპანიის ბოლო ორი წლის წლების ფინანსური ბრუნვა, წარმოდგენილი პასუხისგებელი პირის მიერდამოწმებული საბანკო ამონაწერის (არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის ბრუნვა);
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა:
სამუშაოების შესრულების ვადის წარმოდგენა უნდა მოხდეს შემდეგი სამუშაო გრაფიკის შესაბამისად: 10:00-18:00 სთ.
პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკი“-ში.
5. ზოგადი პირობები
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი დაბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროებისშემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
დამატებითი პირობები!
- სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, საჭირო ნებისმიერი ინსტალაციის პროცესებთან დაკავშირებული ვალდებულება ეკისრება შემსრულებელს და ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნულის გათვალისწინებით.
- სავალდებულო პირობაა შესრულებულ სამუშაოზე არანაკლებ 15 წლიანი საგარანტიო ვადის წარმოდგენა;
- სავალდებულოა წინადადების განფასება PDF ვერსიასთან ერთად წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის excel ფაილის სახით;
- მონაწილე კომპანიას არ აქვს უფლება ბანკის სატენდერო განცხადებაში წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში შეიტანოს ცვლილება ბანკის წარმომადგენელთან ოფიციალური (მეილით) შეთანხმების გარეშე.
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს ფართის და მიმდებარე ტერიტორიის გენერალური დალაგება/დასუფთავება, ასევე ვიტრაჟების/ვიტრინების წმენდა შიდა და გარე მხრიდან
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 ოქტომბერი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, მობ: 595 901 200, ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია პროექტის ავტორი ბაკურ მირიანაშვილი, მობ: 599-50-58-34;
ტენდერის კატეგორია:
- 45223100 ლითონის კონსტრუქციების აწყობა
- 45223210 ფოლადის მზიდი კონსტრუქციის აგება