ჩაბარების ვადა:
5 ოქტომბერი 2026, 14:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32222 - აუქციონი LED მონიტორების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული
- ფასის კლების ბიჯი: 500.00 $
- მონაწილეობის დაწყება: 30 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 ოქტომბერი 2026 დრო 14:00
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 30 სექტემბერი 2026 დრო: 08:00
აუქციონის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს რევერსულ აუქციონს, LED მონიტორების შესყიდვის, მათი მონტაჟისა და 5-წლიანი საგარანტიო მომსახურების მიზნით. ეკრანები განკუთვნილია ბანკის მეტროს ფილიალებში სარეკლამო და საინფორმაციო კონტენტის ჩვენებისათვის.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
ტენდერში მონაწილეობის პირობები
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ერთჯერადი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქტისა და სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ დოლარში.
სატენდერო მოთხოვნები
- მიწოდების ვადა: განისაზღვროს პრეტენდეტის მიერ, არაუმეტეს 40 კალენდარული დღის ვადით
- მიწოდების მისამართი: სს საქართველოს ბანკის მეტროს სადგურების ფილიალები, ჯამში 6 ლოკაცია.
- ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში გადასახადების ჩათვლით;
- გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომერციული წინადადება (დანართი N1)
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს;
- ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მის მიერ განხორციელებული მინიმუმ 2 (ორი) რეფერენს-პროექტი, რომლებიც შესრულებულია იმავე ან მსგავსი სპეციფიკაციის LED ეკრანებით და რომელთა დემონსტრირებაც შესაძლებელი იქნება დაინტერესების შემთხვევაში (შესაძლებელია ადგილზე ვიზიტის განხორციელება).
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- ტრანსპორტირებას და გამართვას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია ბანკთან წინასწარ შეთანხმებულ მისამართებზე, რომელიც არ გასცდება ქ.თბილისის ფარგლებს;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 ოქტომბერი, 14:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ფასის კლების ბიჯი: 500 დოლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ვაჭრობა დაიწყება 5 ოქტომბერს, 14:00 საათზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
ტელ: +995 579 24 34 75
ტენდერის კატეგორია:
- 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა