ჩაბარების ვადა:

5 ოქტომბერი 2026, 14:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32222 - აუქციონი LED მონიტორების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • ფასის კლების ბიჯი: 500.00 $
  • მონაწილეობის დაწყება: 30 სექტემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 ოქტომბერი 2026 დრო 14:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 30 სექტემბერი 2026 დრო: 08:00

აუქციონის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს რევერსულ აუქციონს, LED მონიტორების შესყიდვის, მათი მონტაჟისა და 5-წლიანი საგარანტიო მომსახურების მიზნით. ეკრანები განკუთვნილია ბანკის მეტროს ფილიალებში სარეკლამო და საინფორმაციო კონტენტის ჩვენებისათვის.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერში მონაწილეობის პირობები

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ერთჯერადი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქტისა და სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ დოლარში. 

სატენდერო მოთხოვნები

  • მიწოდების ვადა: განისაზღვროს პრეტენდეტის მიერ, არაუმეტეს 40 კალენდარული დღის ვადით
  • მიწოდების მისამართი: სს საქართველოს ბანკის მეტროს სადგურების ფილიალები, ჯამში 6 ლოკაცია.  
  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში გადასახადების ჩათვლით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან. 

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომერციული წინადადება (დანართი N1)
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს;
  • ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მის მიერ განხორციელებული მინიმუმ 2 (ორი) რეფერენს-პროექტი, რომლებიც შესრულებულია იმავე ან მსგავსი სპეციფიკაციის LED ეკრანებით და რომელთა დემონსტრირებაც შესაძლებელი იქნება დაინტერესების შემთხვევაში (შესაძლებელია ადგილზე ვიზიტის განხორციელება).
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • ტრანსპორტირებას და გამართვას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია ბანკთან წინასწარ შეთანხმებულ მისამართებზე, რომელიც არ გასცდება ქ.თბილისის ფარგლებს;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

 ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 ოქტომბერი, 14:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
  • ფასის კლების ბიჯი: 500 დოლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ვაჭრობა დაიწყება 5 ოქტომბერს, 14:00 საათზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
ტელ:
+995 579 24 34 75 

ტენდერის კატეგორია:

  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
შეკითხვები