ჩაბარების ვადა:
16 ოქტომბერი 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32346 - აუქციონი 50 ერთეული მინი ქეისის შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული
- ფასის კლების ბიჯი: 500.00 $
- მონაწილეობის დაწყება: 13 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 16 ოქტომბერი 2026 დრო 16:00
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 13 ოქტომბერი 2026 დრო: 08:00
აუქციონის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი" აცხადებს აუქციონს 50 ერთეული მინი ქეისის შესყიდვაზე.
განიხილება მოცემული ან მათი მსგავსი კონფიგურაციის მქონე მოდელები: HP_260 G4 DM (260P1ES), Dell OtiPlex Micro (7010) MFF.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქტისა და თანმდევი სისტემის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ დოლარში.
სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდების მისამართი: ლილოს დასახლება, ჭირნახულის 9
- საგარანტიო პირობები: არანაკლებ 12 თვე
- ვალუტა: დოლარი
- გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება, ანალოგიური პროდუქციის მიწოდებაში.
- ხელშეკრულების ვადა: ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლის ვადით და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი პროდუქტის შესყიდვა მოხდება ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასით.
- გადახდის პირობა: შეთახმებისამებრ, არაუმეტეს 30% ავანსი. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დამატებით შესყიდული რაოდენობის შემთხვევაში, მოწოდებული პროდუქციის ჩაბარების შემდგომ.
- შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
- სპეციფიკაციები წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნებს. ტენდერში მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული სპეციფიკაციების ან უკეთესი მახასიათებლების მქონე პროდუქცია. ანალოგი ან მსგავსი შემდეგი მოდელებისა - HP_260 G4 DM (260P1ES) . Dell OtiPlex Micro (7010) MFF.
- ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს; საბოლოო რაოდენობა დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საჭიროებიდან გამომდინარე რაოდენობის გაზრდა დასაშვებია.
ნებისმიერი მოდელის შემოთავაზების შემთხვევაში მნიშნელოვანია, პრეტედენტმა შეძლოს ნიმუშის წარმოდგენა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა
წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:
- კომერციული წინადადება (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- შემოთავაზებული პროდუქტის ტექნიკური პარამეტრების დეტალიზაცია
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების, მიწოდების ვადების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით.
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე.
თანდართული დოკუმენტაცია
- დანართი N1 — ფინანსური შეთავაზება;
- დანართი N2 — ინფორმაცია კომპანიის შესახებ
სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 16 ოქტომბერი, 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ფასის კლების ბიჯი: 500 დოლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ვაჭრობა დაიწყება 16 ოქტომბერს, 16:00 საათზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
ტელ: +995 579 24 34 75
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები