ჩაბარების ვადა:

16 ოქტომბერი 2026, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32346 - აუქციონი 50 ერთეული მინი ქეისის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • ფასის კლების ბიჯი: 500.00 $
  • მონაწილეობის დაწყება: 13 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 ოქტომბერი 2026 დრო 16:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 13 ოქტომბერი 2026 დრო: 08:00

აუქციონის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი" აცხადებს აუქციონს 50 ერთეული მინი ქეისის შესყიდვაზე.

განიხილება მოცემული ან მათი მსგავსი კონფიგურაციის მქონე მოდელები: HP_260 G4 DM (260P1ES), Dell OtiPlex Micro (7010) MFF.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქტისა და თანმდევი სისტემის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ დოლარში.  

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების მისამართი: ლილოს დასახლება, ჭირნახულის 9
  • საგარანტიო პირობები: არანაკლებ 12 თვე
  • ვალუტა: დოლარი
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა:  ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება, ანალოგიური პროდუქციის მიწოდებაში. 
  • ხელშეკრულების ვადა: ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლის ვადით და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი პროდუქტის შესყიდვა მოხდება ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასით.
  • გადახდის პირობა: შეთახმებისამებრ, არაუმეტეს 30% ავანსი. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დამატებით შესყიდული რაოდენობის შემთხვევაში, მოწოდებული პროდუქციის ჩაბარების შემდგომ.
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
  • სპეციფიკაციები წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნებს. ტენდერში მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული სპეციფიკაციების ან უკეთესი მახასიათებლების მქონე პროდუქცია. ანალოგი ან მსგავსი შემდეგი მოდელებისა - HP_260 G4 DM (260P1ES) . Dell OtiPlex Micro (7010) MFF.
  • ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს; საბოლოო რაოდენობა დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საჭიროებიდან გამომდინარე რაოდენობის გაზრდა დასაშვებია.

ნებისმიერი მოდელის შემოთავაზების შემთხვევაში მნიშნელოვანია, პრეტედენტმა შეძლოს ნიმუშის წარმოდგენა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • კომერციული წინადადება (დანართი N1);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შემოთავაზებული პროდუქტის ტექნიკური პარამეტრების დეტალიზაცია
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების, მიწოდების ვადების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით.
  • ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე.

თანდართული დოკუმენტაცია

  • დანართი N1 — ფინანსური შეთავაზება;
  • დანართი N2 — ინფორმაცია კომპანიის შესახებ

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

 ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 16 ოქტომბერი, 16:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
  • ფასის კლების ბიჯი: 500 დოლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ვაჭრობა დაიწყება 16 ოქტომბერს, 16:00 საათზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
ტელ:
+995 579 24 34 75 

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
შეკითხვები