20 ნოემბერი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32495 - ტენდერი tegeta.ge ვებ-გვერდის შექმნის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 29 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 ნოემბერი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს “თეგეტა მოტორსი” აცხადებს ტენდერს საიტის tegeta.ge ვებ-გვერდის შექმნის მომსახურების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:
- კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია და საქმიანობის სფერო;
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
ფასების მოწოდება ხდება დანართი №2-ის მიხედვით (დოკუმენტი ელექტრონული სისტემაში უნდა აიტვირთოს როგორცექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებულივერსია);
ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ). შეთავაზებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი სამუშაოები შედის წარმოდგენილ ფასში და რომელი ჩაითვლება დამატებით სამუშაოდ.
- კომერციული შეთავაზების მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღე ტენდერის დასრულებიდან.
- ფასის ცვლილება ამ პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია, გარდა დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული ცვლილებებისა.
- ტენდერში მონაწილე ვენდორმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის გამოცდილებისა და პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსების დამადასტურებელი ინფორმაცია.
- მინიმუმ 3 მსგავსი მასშტაბისა და სირთულის ვებ-პროექტის გამოცდილება, მოკლე აღწერა, პროექტში ვენდორის როლი და შესაბამისი ლინკები;
- მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი შესრულებული პროექტების შესახებ (სასურველია)
- პროექტში ჩართული ძირითადი გუნდის წევრების CV/პროფილები და მათი გამოცდილება;
- პროექტის განხორციელებაში მესამე მხარის ან subcontractor-ის გამოყენების შემთხვევაში - შესაბამისი ინფორმაციის მითითება.
მომსახურების გაწევის გეგმა-გრაფიკი დანართის სახით, თითოეული ეტაპისთვის მითითებული უნდა იყოს:
- დაწყების და დასრულების ვადა;
- ძირითადი deliverable-ები;
- დამკვეთის მხრიდან საჭირო რესურსები;
- შესაბამისი Acceptance Criteria.
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდაიყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა;
დამკვეთს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს წარმოდგენილი გამოცდილების დამატებითი დადასტურება.
ანგარიშსწორების პირობები:
- ვენდორმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ანგარიშსწორების გრაფიკი, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს პროექტის კონკრეტულ ეტაპებსა და მიღებულ deliverable-ებთან.
- ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ფორმით. ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრებაშესყიდვის ობიექტის მიღებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თვის ბოლო დღიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში (current+45 days)
გარანტია და Post-Go-Live მხარდაჭერა
ვენდორმა უნდა განსაზღვროს Go-Live-ის შემდეგ უფასო საგარანტიო პერიოდი, რომლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში განხორციელებული ფუნქციონალის ხარვეზების გამოსწორება განხორციელდება დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული:
- საგარანტიო პერიოდის ხანგრძლივობა;
- მხარდაჭერის სამუშაო საათები;
- ინციდენტის დაფიქსირების არხები;
- რეაგირების დრო;
- პრობლემის მოგვარების სამიზნე დრო;
- Critical / High / Medium / Low პრიორიტეტების განსაზღვრება
- კრიტიკული პრობლემებისთვის უნდა განისაზღვროს დაჩქარებული რეაგირების პროცედურა
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულადტენდერების ვებ გვერდზე: www.tenders.ge
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „თეგეტა მოტორსის“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „თეგეტა მოტორსი“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობა ნებისმიერ ეტაპზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 ნოემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ტენდერის კატეგორია:
- 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები