ჩაბარების ვადა:

20 ნოემბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32495 - ტენდერი tegeta.ge ვებ-გვერდის შექმნის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 29 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 ნოემბერი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 29 ოქტომბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს “თეგეტა მოტორსი” აცხადებს ტენდერს საიტის tegeta.ge  ვებ-გვერდის შექმნის მომსახურების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით; 

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:

  • კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია და საქმიანობის სფერო;
  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).

ფასების მოწოდება ხდება დანართი №2-ის მიხედვით (დოკუმენტი ელექტრონული სისტემაში უნდა აიტვირთოს როგორცექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებულივერსია);

ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ). შეთავაზებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი სამუშაოები შედის წარმოდგენილ ფასში და რომელი ჩაითვლება დამატებით სამუშაოდ.

  • კომერციული შეთავაზების მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღე ტენდერის დასრულებიდან.
  • ფასის ცვლილება ამ პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია, გარდა დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული ცვლილებებისა.
  • ტენდერში მონაწილე ვენდორმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის გამოცდილებისა და პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსების დამადასტურებელი ინფორმაცია.
  • მინიმუმ 3 მსგავსი მასშტაბისა და სირთულის ვებ-პროექტის გამოცდილება, მოკლე აღწერა, პროექტში ვენდორის როლი და  შესაბამისი ლინკები;
  • მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი შესრულებული პროექტების შესახებ (სასურველია)
  • პროექტში ჩართული ძირითადი გუნდის წევრების CV/პროფილები და მათი გამოცდილება;
  • პროექტის განხორციელებაში მესამე მხარის ან subcontractor-ის გამოყენების შემთხვევაში - შესაბამისი ინფორმაციის მითითება.

მომსახურების გაწევის გეგმა-გრაფიკი დანართის სახით, თითოეული ეტაპისთვის მითითებული უნდა იყოს:

  • დაწყების და დასრულების ვადა;
  • ძირითადი deliverable-ები;
  • დამკვეთის მხრიდან საჭირო რესურსები;
  • შესაბამისი Acceptance Criteria.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდაიყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა;

დამკვეთს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს წარმოდგენილი გამოცდილების დამატებითი დადასტურება.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ვენდორმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ანგარიშსწორების გრაფიკი, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს პროექტის კონკრეტულ ეტაპებსა და მიღებულ deliverable-ებთან.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ფორმით. ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრებაშესყიდვის ობიექტის მიღებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თვის ბოლო დღიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში (current+45 days)

გარანტია და Post-Go-Live მხარდაჭერა

ვენდორმა უნდა განსაზღვროს Go-Live-ის შემდეგ უფასო საგარანტიო პერიოდი, რომლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში განხორციელებული ფუნქციონალის ხარვეზების გამოსწორება განხორციელდება დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული:

  • საგარანტიო პერიოდის ხანგრძლივობა;
  • მხარდაჭერის სამუშაო საათები;
  • ინციდენტის დაფიქსირების არხები;
  • რეაგირების დრო;
  • პრობლემის მოგვარების სამიზნე დრო;
  • Critical / High / Medium / Low პრიორიტეტების განსაზღვრება
  • კრიტიკული პრობლემებისთვის უნდა განისაზღვროს დაჩქარებული რეაგირების პროცედურა

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულადტენდერების ვებ გვერდზე: www.tenders.ge
  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „თეგეტა მოტორსის“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „თეგეტა მოტორსი“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობა ნებისმიერ ეტაპზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 ნოემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები