ჩაბარების ვადა:

3 დეკემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32768 - ტენდერი ქონებისა და ბიზნესრისკების კომპლექსური დაზღვევის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ეპიზოდ ფუდი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 21 ნოემბერი 2026 დრო 10:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 3 დეკემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 21 ნოემბერი 2026 დრო: 10:00

ტენდერის აღწერილობა:

CALORA GROUP | EPISODE FOOD HOLDING აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქონებისა და ბიზნესრისკების კომპლექსური დაზღვევის შესყიდვაზე სამი ობიექტისთვის: სასტუმრო Chateau Mere Kakheti (კახეთი), რესტორნები Kutaisis Sakhlshi (ქუთაისი) და Batumis Sakhlshi (ბათუმი). სადაზღვევო პერიოდი 12 თვეა, სავარაუდო დაწყება 2026 წლის 10 დეკემბერი (არაუგვიანეს 15 დეკემბრისა).

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N1-ის ფორმით (Excel) და სატენდერო განაცხადის მოთხოვნების სრული დაცვით.
  • სამივე ობიექტზე დაზღვევა სავალდებულოდ მოიცავს შენობებს, მიუხედავად იმისა, რომ ფართები იჯარით არის აღებული.
  • ძირითადი შეთავაზება: All Risks ტიპის ქონებრივი დაფარვა. დასახელებული რისკების (Named Perils) პოლისი წარმოდგენილი უნდა იყოს ალტერნატივად, ცალკე ფასით.
  • ფასი ცალკე უნდა იყოს მითითებული თითოეული ობიექტისთვის და სამივე ობიექტის ერთიანი პაკეტისთვის.

1. მომსახურების აღწერა და ტექნიკური მოთხოვნები

დაზღვევა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს (დეტალები იხ. სატენდერო განაცხადში):

  • A. შენობები და უძრავი ქონება, საინჟინრო სისტემების ჩათვლით;
  • B. მოძრავი ქონება, ინვენტარი და მარაგები;
  • C. ქონებრივი რისკები, მათ შორის მიწისძვრა, სტიქია, წყალდიდობა, ქურდობა და ვანდალიზმი;
  • D. ტექნიკისა და დანადგარების ავარია (Machinery / Equipment Breakdown, EEI);
  • E. ბიზნესის შეწყვეტა, ანაზღაურების პერიოდის ალტერნატივებით: 6, 12 და 18 თვე;
  • F. სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მათ შორის პროდუქტის (საკვების) და მოიჯარის პასუხისმგებლობა;
  • G. დამატებითი დაფარვები (საკვების გაფუჭება, ნარჩენების გატანა, ექსპერტიზის ხარჯები და სხვა);
  • H. თანამშრომლების ჯგუფური დაზღვევა უბედური შემთხვევისგან (სავალდებულო) და ჯანმრთელობის დაზღვევა (არჩევითი ლოტი).

2. ფასის მოთხოვნები

  • ფასი მიეთითება ლარში (GEL), ყველა გადასახადის ჩათვლით, დანართი N1-ის მიხედვით.
  • ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული ობიექტისა და დაფარვის მიმართულების მიხედვით, ასევე ერთიანი კორპორაციული პაკეტისთვის.
  • ალტერნატიული ვარიანტები (BI 6 და 18 თვე, ლოდინის პერიოდი 7 დღე, Named Perils, პასუხისმგებლობის ლიმიტები) ფასდება ცალ-ცალკე.

3. მომსახურების გაწევის ადგილი

სადაზღვევო ობიექტები მდებარეობს კახეთში, ქუთაისსა და ბათუმში. ობიექტების დათვალიერება შესაძლებელია 23-დან 27 ნოემბრამდე, წინასწარი ჩაწერით.

4. ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება უნაღდოა. მონაწილე წარმოადგენს გადახდის სამ ვარიანტს: ერთიანი გადახდა, თანაბარი განწილვადება (კვარტალური ან თვიური) და სეზონური გრაფიკი, რომლის მიხედვითაც მაღალ სეზონში (მაისი-ოქტომბერი) იფარება წლიური პრემიის დაახლოებით 70-75%.

5. ასატვირთი დოკუმენტები

  • შევსებული დანართი N1 Excel-ის ფორმატით და ხელმოწერილი PDF-ის სახით;
  • არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის ასლი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • პოლისის სრული წესები და შეთავაზებული დათქმები;
  • ზარალის რეგულირების პროცედურის აღწერა;
  • გადაზღვევის ინფორმაცია და გადამზღვევლების რეიტინგები;
  • ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება;
  • კომპანიის პროფილი და კორპორაციული კლიენტების სია;
  • ხელმოწერილი დეკლარაცია (სატენდერო განაცხადის დანართი N6);
  • სარეკომენდაციო წერილები (სურვილისამებრ).

6. დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილე უნდა ფლობდეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემულ მოქმედ ლიცენზიას არასიცოცხლის დაზღვევაზე.
  • შეთავაზების მოქმედების ვადა: არანაკლებ 60 კალენდარული დღე წინადადებების მიღების დასრულებიდან.
  • შეთავაზებები შეფასდება ფასისა და ხარისხის თანაფარდობით: ფასი 40%, დაფარვა 25%, ფრანშიზები და გამონაკლისები 15%, ზარალის რეგულირება 10%, ფინანსური მდგრადობა 10%.
  • დამკვეთი იტოვებს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, გადაამოწმოს წარმოდგენილი მონაცემები, დაყოს რისკები რამდენიმე მზღვეველზე ან შეწყვიტოს ტენდერი.
  • ყალბი ან არასრული ინფორმაციის წარდგენა მონაწილის დისკვალიფიკაციის საფუძველია.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 3 დეკემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

წინადადებები მიიღება მხოლოდ tenders.ge-ის მეშვეობით, 2026 წლის 3 დეკემბრის 18:00 საათამდე. კითხვები დაისმება tenders.ge-ის კითხვა-პასუხის ველში ან ელ. ფოსტით: k.bagrationi@episodegroup.ge, 27 ნოემბრის 18:00 საათამდე. პასუხები ყველა მონაწილეს ერთდროულად ეგზავნება 30 ნოემბერს.

ტენდერის კატეგორია:

  • 66512000 უბედური შემთხვევისა და ჯანმრთელობის დაზღვევა
  • 66515000 ზიანის ან ზარალის დაზღვევა
  • 66516000 სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
შეკითხვები