3 დეკემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32768 - ტენდერი ქონებისა და ბიზნესრისკების კომპლექსური დაზღვევის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ეპიზოდ ფუდი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 21 ნოემბერი 2026 დრო 10:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 3 დეკემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
CALORA GROUP | EPISODE FOOD HOLDING აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქონებისა და ბიზნესრისკების კომპლექსური დაზღვევის შესყიდვაზე სამი ობიექტისთვის: სასტუმრო Chateau Mere Kakheti (კახეთი), რესტორნები Kutaisis Sakhlshi (ქუთაისი) და Batumis Sakhlshi (ბათუმი). სადაზღვევო პერიოდი 12 თვეა, სავარაუდო დაწყება 2026 წლის 10 დეკემბერი (არაუგვიანეს 15 დეკემბრისა).
განსაკუთრებული მოთხოვნები:
- შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N1-ის ფორმით (Excel) და სატენდერო განაცხადის მოთხოვნების სრული დაცვით.
- სამივე ობიექტზე დაზღვევა სავალდებულოდ მოიცავს შენობებს, მიუხედავად იმისა, რომ ფართები იჯარით არის აღებული.
- ძირითადი შეთავაზება: All Risks ტიპის ქონებრივი დაფარვა. დასახელებული რისკების (Named Perils) პოლისი წარმოდგენილი უნდა იყოს ალტერნატივად, ცალკე ფასით.
- ფასი ცალკე უნდა იყოს მითითებული თითოეული ობიექტისთვის და სამივე ობიექტის ერთიანი პაკეტისთვის.
1. მომსახურების აღწერა და ტექნიკური მოთხოვნები
დაზღვევა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს (დეტალები იხ. სატენდერო განაცხადში):
- A. შენობები და უძრავი ქონება, საინჟინრო სისტემების ჩათვლით;
- B. მოძრავი ქონება, ინვენტარი და მარაგები;
- C. ქონებრივი რისკები, მათ შორის მიწისძვრა, სტიქია, წყალდიდობა, ქურდობა და ვანდალიზმი;
- D. ტექნიკისა და დანადგარების ავარია (Machinery / Equipment Breakdown, EEI);
- E. ბიზნესის შეწყვეტა, ანაზღაურების პერიოდის ალტერნატივებით: 6, 12 და 18 თვე;
- F. სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მათ შორის პროდუქტის (საკვების) და მოიჯარის პასუხისმგებლობა;
- G. დამატებითი დაფარვები (საკვების გაფუჭება, ნარჩენების გატანა, ექსპერტიზის ხარჯები და სხვა);
- H. თანამშრომლების ჯგუფური დაზღვევა უბედური შემთხვევისგან (სავალდებულო) და ჯანმრთელობის დაზღვევა (არჩევითი ლოტი).
2. ფასის მოთხოვნები
- ფასი მიეთითება ლარში (GEL), ყველა გადასახადის ჩათვლით, დანართი N1-ის მიხედვით.
- ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული ობიექტისა და დაფარვის მიმართულების მიხედვით, ასევე ერთიანი კორპორაციული პაკეტისთვის.
- ალტერნატიული ვარიანტები (BI 6 და 18 თვე, ლოდინის პერიოდი 7 დღე, Named Perils, პასუხისმგებლობის ლიმიტები) ფასდება ცალ-ცალკე.
3. მომსახურების გაწევის ადგილი
სადაზღვევო ობიექტები მდებარეობს კახეთში, ქუთაისსა და ბათუმში. ობიექტების დათვალიერება შესაძლებელია 23-დან 27 ნოემბრამდე, წინასწარი ჩაწერით.
4. ანგარიშსწორების პირობები
ანგარიშსწორება უნაღდოა. მონაწილე წარმოადგენს გადახდის სამ ვარიანტს: ერთიანი გადახდა, თანაბარი განწილვადება (კვარტალური ან თვიური) და სეზონური გრაფიკი, რომლის მიხედვითაც მაღალ სეზონში (მაისი-ოქტომბერი) იფარება წლიური პრემიის დაახლოებით 70-75%.
5. ასატვირთი დოკუმენტები
- შევსებული დანართი N1 Excel-ის ფორმატით და ხელმოწერილი PDF-ის სახით;
- არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის ასლი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
- პოლისის სრული წესები და შეთავაზებული დათქმები;
- ზარალის რეგულირების პროცედურის აღწერა;
- გადაზღვევის ინფორმაცია და გადამზღვევლების რეიტინგები;
- ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება;
- კომპანიის პროფილი და კორპორაციული კლიენტების სია;
- ხელმოწერილი დეკლარაცია (სატენდერო განაცხადის დანართი N6);
- სარეკომენდაციო წერილები (სურვილისამებრ).
6. დამატებითი ინფორმაცია
- მონაწილე უნდა ფლობდეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემულ მოქმედ ლიცენზიას არასიცოცხლის დაზღვევაზე.
- შეთავაზების მოქმედების ვადა: არანაკლებ 60 კალენდარული დღე წინადადებების მიღების დასრულებიდან.
- შეთავაზებები შეფასდება ფასისა და ხარისხის თანაფარდობით: ფასი 40%, დაფარვა 25%, ფრანშიზები და გამონაკლისები 15%, ზარალის რეგულირება 10%, ფინანსური მდგრადობა 10%.
- დამკვეთი იტოვებს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, გადაამოწმოს წარმოდგენილი მონაცემები, დაყოს რისკები რამდენიმე მზღვეველზე ან შეწყვიტოს ტენდერი.
- ყალბი ან არასრული ინფორმაციის წარდგენა მონაწილის დისკვალიფიკაციის საფუძველია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 3 დეკემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
წინადადებები მიიღება მხოლოდ tenders.ge-ის მეშვეობით, 2026 წლის 3 დეკემბრის 18:00 საათამდე. კითხვები დაისმება tenders.ge-ის კითხვა-პასუხის ველში ან ელ. ფოსტით: k.bagrationi@episodegroup.ge, 27 ნოემბრის 18:00 საათამდე. პასუხები ყველა მონაწილეს ერთდროულად ეგზავნება 30 ნოემბერს.
ტენდერის კატეგორია:
- 66512000 უბედური შემთხვევისა და ჯანმრთელობის დაზღვევა
- 66515000 ზიანის ან ზარალის დაზღვევა
- 66516000 სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა