ჩაბარების ვადა:

4 დეკემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T32820 - ტენდერი კონდიციონერების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ევროპანელ ჯგუფი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 27 ნოემბერი 2026 დრო 18:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 4 დეკემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

ევროპანელ ჯგუფი აცხადებს ტენდერს კონდიციონერების მიწოდებაზე, თანმდევი მონტაჟით (სტანდარტული).

მიწოდების ადგილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონი.

რაოდენობა

სიმძლავრე პირველი ეტაპი ჯამში (ეტაპობრივად)
9 000 BTU 20–30 ცალი 100 ცალი
12 000 BTU 130–150 ცალი 600 ცალი
18 000 BTU 5–10 ცალი 50 ცალი


პირველი ეტაპის მიწოდება და მონტაჟი უნდა დასრულდეს 1-1.5 თვის განმავლობაში, დანარჩენი რაოდენობა – ეტაპობრივად, შემსყიდველის შეკვეთის შესაბამისად. (შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება სრული რაოდენობის შესყიდვის).

ტექნიკური მოთხოვნები

  • გათბობა-გაგრილება მოეწყოს შესაბამისი წარმადობის ინვერტორული სპლიტ-სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას საქართველოს კლიმატური პირობების გათვალისწინებით. სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ინტერიერში არანაკლებ +18°C / +21°C ტემპერატურის შენარჩუნებას სათავსის დანიშნულებიდან გამომდინარე გარეთ -13°C ტემპერატურის შემთხვევაში, ხოლო გარე +38°C, 30% ფარდობითი ტენიანობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს 23/24°C შიდა ტემპერატურა.
  • აგრეგატები უნდა იყოს სრული ინვერტორული, დაბალხმაურიანი, R32 ფრეონზე მომუშავე, გათბობის რეჟიმში -15°C-ზე მომუშავე და უნდა ჰქონდეს საქართველოში ავტორიზებული სერვის-ცენტრი.
  • გარანტია: არანაკლებ 2 წლიანი ოფიციალური გარანტია.

გადახდის პირობები:

  • ანაზღაურება განხორციელდება საქონლის მიწოდებიდან და მონტაჟიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • ავანსი განიხილება პრეტენდენტის შემოთავაზების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაცია:

პრეტენდენტის შემოთავაზება ასევე უნდა ითვალისწინებდეს საქონლის კონკრეტულ მისამართამდე ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ხარჯებს (გთხოვთ, ცალკე გამოყოთ საქონლის ღირებულების, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ფასები);

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 4 დეკემბერი, 18:00 საათი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 4 დეკემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ელ.ფოსტის მისამართი: finance@europanels.ge



ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 42512200 კედლის კონდიციონერები
  • 45331220 კონდიცირების სისტემის მონტაჟი
შეკითხვები