| სიმძლავრე | პირველი ეტაპი | ჯამში (ეტაპობრივად) |
| 9 000 BTU | 20–30 ცალი | 100 ცალი |
| 12 000 BTU | 130–150 ცალი | 600 ცალი |
| 18 000 BTU | 5–10 ცალი | 50 ცალი |
4 დეკემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T32820 - ტენდერი კონდიციონერების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ევროპანელ ჯგუფი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 27 ნოემბერი 2026 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 4 დეკემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ევროპანელ ჯგუფი აცხადებს ტენდერს კონდიციონერების მიწოდებაზე, თანმდევი მონტაჟით (სტანდარტული).
მიწოდების ადგილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონი.
რაოდენობა
პირველი ეტაპის მიწოდება და მონტაჟი უნდა დასრულდეს 1-1.5 თვის განმავლობაში, დანარჩენი რაოდენობა – ეტაპობრივად, შემსყიდველის შეკვეთის შესაბამისად. (შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება სრული რაოდენობის შესყიდვის).
ტექნიკური მოთხოვნები
- გათბობა-გაგრილება მოეწყოს შესაბამისი წარმადობის ინვერტორული სპლიტ-სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას საქართველოს კლიმატური პირობების გათვალისწინებით. სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ინტერიერში არანაკლებ +18°C / +21°C ტემპერატურის შენარჩუნებას სათავსის დანიშნულებიდან გამომდინარე გარეთ -13°C ტემპერატურის შემთხვევაში, ხოლო გარე +38°C, 30% ფარდობითი ტენიანობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს 23/24°C შიდა ტემპერატურა.
- აგრეგატები უნდა იყოს სრული ინვერტორული, დაბალხმაურიანი, R32 ფრეონზე მომუშავე, გათბობის რეჟიმში -15°C-ზე მომუშავე და უნდა ჰქონდეს საქართველოში ავტორიზებული სერვის-ცენტრი.
- გარანტია: არანაკლებ 2 წლიანი ოფიციალური გარანტია.
გადახდის პირობები:
- ანაზღაურება განხორციელდება საქონლის მიწოდებიდან და მონტაჟიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
- ავანსი განიხილება პრეტენდენტის შემოთავაზების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაცია:
პრეტენდენტის შემოთავაზება ასევე უნდა ითვალისწინებდეს საქონლის კონკრეტულ მისამართამდე ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ხარჯებს (გთხოვთ, ცალკე გამოყოთ საქონლის ღირებულების, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ფასები);
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 4 დეკემბერი, 18:00 საათი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 4 დეკემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ელ.ფოსტის მისამართი: finance@europanels.ge
| # | დასახელება | ანალოგი | განზომ. ერთეული | რაოდენობა |
|---|---|---|---|---|
{{ price.name }} |
|
|||
|
მონაწილე ვალდებულია შეთავაზება გააკეთოს ყველა პოზიციაზე
მონაწილეს შეუძლია შეთავაზება გააკეთოს სასურველ პოზიციებზე
|
||||
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 42512200 კედლის კონდიციონერები
- 45331220 კონდიცირების სისტემის მონტაჟი