ჩაბარების ვადა:

4 დეკემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32822 - ბაზრის კვლევა სასაჩუქრე ნახატების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 28 ნოემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 4 დეკემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 28 ნოემბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ბაზრის კვლევას საჩუქრად განკუთვნილი ხელით შესრულებული ნახატების შესყიდვაზე. ბაზრის კვლევის მიზანია ალტერნატიული გადაწყვეტების, ფასებისა და მიწოდების ვადების შესწავლა.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ბაზრის კვლევა ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები(შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბაზრის კვლევის ფარგლებში წარმოდგენილი წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 30 დღის განმავლობაში.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს, გადაავადოს ან გააუქმოს ბაზრის კვლევა. წინამდებარე ბაზრის კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებით.
  • პრეტენდენტის მიერ ბაზრის კვლევაში ან შემდგომ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას. ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ გარემოსდაცვით სტანდარტებს. პარტნიორი ვალდებულია დაიცვას გარემოს დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა, უზრუნველყოს ნარჩენების მართვა და სრულად დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები
  • აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ  ლარებში  

ბაზრის კვლევის მოთხოვნები:

1. პროდუქციის აღწერილობა და პარამეტრები:

  • საქონელი: სასაჩუქრე ნახატი.
  • რაოდენობა: 3 500 ცალი. რაოდენობა საორიენტაციოა და ბანკი არ იღებს პასუხისმგებლობას მისსრულად შესყიდვაზე.
  • შესრულება: ხელით შესრულებული ნახატი (ნაბეჭდი ვერსია დაუშვებელია).
  • ზომა: დაახლოებით 15x15 სმ.
  • კომპლექტაცია: შეთავაზება უნდა მოიცავდეს ჩარჩოსა და პასპარტუს.
  • ინდივიდუალურობა: არ არის აუცილებელი, რომ ყველა ნახატი იყოს იდენტური. სასურველია, ნახატები იყოსმრავალფეროვანი, თითოეული ინდივიდუალური ან მცირე თემატური სერიებადგაერთიანებული.
  • ავტორი: სასურველია საინტერესო და შედარებით ცნობილი მხატვრის ნამუშევრები. შემოთავაზება შეიძლებაწარმოდგენილი იყოს ერთი ან რამდენიმე მხატვრის მიერ. პრეტენდენტმაუნდა მიუთითოს მხატვრ(ებ)ის ვინაობა დამოკლე ინფორმაცია მათ შესახებ.
  • შეფუთვა: სასურველია უსაფრთხო, ტრანსპორტირებისთვის შესაფერისი შეფუთვა. პრეტენდენტმაფასების ცხრილში უნდაასახოს სასაჩუქრე შეფუთვის შესაძლებლობა და მისი ღირებულება(ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • ბიუჯეტი: ერთეულის სავარაუდო ღირებულება - 40 ლარი.

2. მიწოდების პირობები და ვადები:

პროდუქციის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად:

I ეტაპი: საორიენტაციოდ 800-1 000 ცალი - არაუგვიანეს 2027 წლის 20 იანვრისა.
II ეტაპი: შემდეგი პარტია - არაუგვიანეს 2027 წლის თებერვლის ბოლოსი.
III ეტაპი: დარჩენილი რაოდენობა - არაუგვიანეს 2027 წლის მარტის ბოლოსი.

წარმოსადგენი ინფორმაცია: პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს მითითებულ ვადებში 3 500 ცალი ნახატის მიწოდების შესაძლებლობა და მიუთითოს თავისი მაქსიმალური თვიური წარმადობა/მოწოდების შესაძლებლობა.

მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი, ჭირნახულის ქ. N9 (ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მომწოდებელი).

ფიზიკური ნიმუში: პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუში, ბანკის მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში.

გამოცდილება: პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ხელოვნების სფეროში (მაგ.: სამხატვრო გალერეებთან, მხატვრებთან თანამშრომლობა და/ან ნახატების რეალიზაცია) მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება.

წარმოსადგენი (ასატვირთი) ბაზრის კვლევის დოკუმენტების სია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომერციული წინადადება (დანართი N1);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
  • ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ნიმუში ბანკის მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში. 
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების, მიწოდების ვადების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით;
  • ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ბაზრის კვლევის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 4 დეკემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი ( სიმბოლურად მიუთითეთ 1 ლარი)
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ თხელიძე
Tatkhelidze@bog.ge
591 220 520

ტენდერის კატეგორია:

  • 39298200 სურათის ჩარჩოები
  • 79920000 შეფუთვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 92311000 ხელოვნების ნიმუშები
შეკითხვები