4 დეკემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32822 - ბაზრის კვლევა სასაჩუქრე ნახატების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 28 ნოემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 4 დეკემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ბაზრის კვლევას საჩუქრად განკუთვნილი ხელით შესრულებული ნახატების შესყიდვაზე. ბაზრის კვლევის მიზანია ალტერნატიული გადაწყვეტების, ფასებისა და მიწოდების ვადების შესწავლა.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ბაზრის კვლევა ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები(შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- ბაზრის კვლევის ფარგლებში წარმოდგენილი წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 30 დღის განმავლობაში.
- ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს, გადაავადოს ან გააუქმოს ბაზრის კვლევა. წინამდებარე ბაზრის კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებით.
- პრეტენდენტის მიერ ბაზრის კვლევაში ან შემდგომ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას. ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან.
- ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ გარემოსდაცვით სტანდარტებს. პარტნიორი ვალდებულია დაიცვას გარემოს დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა, უზრუნველყოს ნარჩენების მართვა და სრულად დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები
- აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში
ბაზრის კვლევის მოთხოვნები:
1. პროდუქციის აღწერილობა და პარამეტრები:
- საქონელი: სასაჩუქრე ნახატი.
- რაოდენობა: 3 500 ცალი. რაოდენობა საორიენტაციოა და ბანკი არ იღებს პასუხისმგებლობას მისსრულად შესყიდვაზე.
- შესრულება: ხელით შესრულებული ნახატი (ნაბეჭდი ვერსია დაუშვებელია).
- ზომა: დაახლოებით 15x15 სმ.
- კომპლექტაცია: შეთავაზება უნდა მოიცავდეს ჩარჩოსა და პასპარტუს.
- ინდივიდუალურობა: არ არის აუცილებელი, რომ ყველა ნახატი იყოს იდენტური. სასურველია, ნახატები იყოსმრავალფეროვანი, თითოეული ინდივიდუალური ან მცირე თემატური სერიებადგაერთიანებული.
- ავტორი: სასურველია საინტერესო და შედარებით ცნობილი მხატვრის ნამუშევრები. შემოთავაზება შეიძლებაწარმოდგენილი იყოს ერთი ან რამდენიმე მხატვრის მიერ. პრეტენდენტმაუნდა მიუთითოს მხატვრ(ებ)ის ვინაობა დამოკლე ინფორმაცია მათ შესახებ.
- შეფუთვა: სასურველია უსაფრთხო, ტრანსპორტირებისთვის შესაფერისი შეფუთვა. პრეტენდენტმაფასების ცხრილში უნდაასახოს სასაჩუქრე შეფუთვის შესაძლებლობა და მისი ღირებულება(ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ბიუჯეტი: ერთეულის სავარაუდო ღირებულება - 40 ლარი.
2. მიწოდების პირობები და ვადები:
პროდუქციის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად:
I ეტაპი: საორიენტაციოდ 800-1 000 ცალი - არაუგვიანეს 2027 წლის 20 იანვრისა.
II ეტაპი: შემდეგი პარტია - არაუგვიანეს 2027 წლის თებერვლის ბოლოსი.
III ეტაპი: დარჩენილი რაოდენობა - არაუგვიანეს 2027 წლის მარტის ბოლოსი.
წარმოსადგენი ინფორმაცია: პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს მითითებულ ვადებში 3 500 ცალი ნახატის მიწოდების შესაძლებლობა და მიუთითოს თავისი მაქსიმალური თვიური წარმადობა/მოწოდების შესაძლებლობა.
მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი, ჭირნახულის ქ. N9 (ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მომწოდებელი).
ფიზიკური ნიმუში: პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუში, ბანკის მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში.
გამოცდილება: პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ხელოვნების სფეროში (მაგ.: სამხატვრო გალერეებთან, მხატვრებთან თანამშრომლობა და/ან ნახატების რეალიზაცია) მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება.
წარმოსადგენი (ასატვირთი) ბაზრის კვლევის დოკუმენტების სია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომერციული წინადადება (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
- ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ნიმუში ბანკის მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების, მიწოდების ვადების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით;
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ბაზრის კვლევის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 4 დეკემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი ( სიმბოლურად მიუთითეთ 1 ლარი)
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ თხელიძე
Tatkhelidze@bog.ge
591 220 520
ტენდერის კატეგორია:
- 39298200 სურათის ჩარჩოები
- 79920000 შეფუთვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 92311000 ხელოვნების ნიმუშები