ჩაბარების ვადა:

8 იანვარი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3297 - ტენდერი ავეჯის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს ბანკის ოფისებისთვის ავეჯის შესაძენად., კერძოდ ბანკის ავეჯი, საოფისე მაგიდები, ტუმბოები; სხვადასხვა სახეობის სკამი. სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მიერ შემუშავებული დიზაინი იხილეთ თანდართულ ფაილში.

კომპანიას შეუძლია მოგვაწოდოს როგორც თავის წარმოებული ასევე სხვა ქვეყანაში წარმოებული სკამი.
ხელშეკრულება დაიდება 2 წლის ვადით. 

ტენდერში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია
წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მიერ შემუშავებული სატენდერო განაცხადის ფორმა; (განაცხადი დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • პრეტენდენტებმა CD-ით უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული საოფისე ავეჯის ფოტო ან ვიდეო მასალა.
  • წერილი შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან ორგანიზაციის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • შესაბამისი ორგანოების ცნობა, რომელიც ამტკიცებს ავეჯის მწარმოებელი კომპანიის ანგარიშებზე და ქონებაზე ყადაღის არარსებობას;
  • საგარანტიო და ანგარიშსწორების პირობები; (დოკუმენტს ადგენს პრეტენდენტი)
  • სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მიერ შემუშავებული დიზაინით დამზადებული ავეჯის ხარჯთაღრიცხვა ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD-ზე. (ფასები მითითებული უნდა იყოს ლარებში და მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს).

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

ტენდერის წინადადებები მიიღება 2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით.

განსაკუთრებული პირობები

  • ხელშეკრულება გაფორმდება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
  • ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 2 წლის ვადით.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ავეჯის მწარმოებელ კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. პრეტენდენტის მიერ მითითებულ ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის არ წარმოდგენის შემთხვევაში იგი ჩაითვლება დისკვალიფიცირებულად.
  • სს „ფინკა ბანკი საქართველო“ არ არის ვალდებული პრეტენდენტს განუმარტოს თავისი გადაწყვეტილების საფუძველი.

გთხოვთ გამოაგზავნოთ შესაბამისად წარსადგენი დოკუმენტაცია დალუქული კონვერტით (კონვერტზე უნდა იყოს წარწერა - კონფედენციალურია) ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 71, ბლოკი 1, მე 3 სართული - სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ სათავო ოფისი.

ტენდერში მონაწილეობისათვის მზაობის შესახებ ან/და ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@finca.ge eka.chkheidze@finca.ge  ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 2 20 74 10 ext. 1004

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი