8 იანვარი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3297 - ტენდერი ავეჯის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.
სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს ბანკის ოფისებისთვის ავეჯის შესაძენად., კერძოდ ბანკის ავეჯი, საოფისე მაგიდები, ტუმბოები; სხვადასხვა სახეობის სკამი. სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მიერ შემუშავებული დიზაინი იხილეთ თანდართულ ფაილში.
კომპანიას შეუძლია მოგვაწოდოს როგორც თავის წარმოებული ასევე სხვა ქვეყანაში წარმოებული სკამი.
ხელშეკრულება დაიდება 2 წლის ვადით.
ტენდერში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია
წარსადგენი დოკუმენტაცია:
- სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მიერ შემუშავებული სატენდერო განაცხადის ფორმა; (განაცხადი დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პრეტენდენტებმა CD-ით უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული საოფისე ავეჯის ფოტო ან ვიდეო მასალა.
- წერილი შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან ორგანიზაციის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- შესაბამისი ორგანოების ცნობა, რომელიც ამტკიცებს ავეჯის მწარმოებელი კომპანიის ანგარიშებზე და ქონებაზე ყადაღის არარსებობას;
- საგარანტიო და ანგარიშსწორების პირობები; (დოკუმენტს ადგენს პრეტენდენტი)
- სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მიერ შემუშავებული დიზაინით დამზადებული ავეჯის ხარჯთაღრიცხვა ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD-ზე. (ფასები მითითებული უნდა იყოს ლარებში და მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერის წინადადებები მიიღება 2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით.
განსაკუთრებული პირობები
- ხელშეკრულება გაფორმდება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
- ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 2 წლის ვადით.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ავეჯის მწარმოებელ კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. პრეტენდენტის მიერ მითითებულ ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის არ წარმოდგენის შემთხვევაში იგი ჩაითვლება დისკვალიფიცირებულად.
- სს „ფინკა ბანკი საქართველო“ არ არის ვალდებული პრეტენდენტს განუმარტოს თავისი გადაწყვეტილების საფუძველი.
გთხოვთ გამოაგზავნოთ შესაბამისად წარსადგენი დოკუმენტაცია დალუქული კონვერტით (კონვერტზე უნდა იყოს წარწერა - კონფედენციალურია) ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 71, ბლოკი 1, მე 3 სართული - სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ სათავო ოფისი.
ტენდერში მონაწილეობისათვის მზაობის შესახებ ან/და ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@finca.ge eka.chkheidze@finca.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 2 20 74 10 ext. 1004
სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი