11 თებერვალი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT336 - ტენდერი ბლეიდ სერვერების შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს 2 ცალი HP BL460 Gen9 -ის შესყიდვა/მომსახურებაზე.
საქონლის დასახელება:
1. 2 ერთეული HP BL460 Gen9
2. 4 ერთეული Brocade 8/16Gb Embedded FC Switch 12-port Upgrade E-LTU (T5517AAE)
დამატებითი მოთხოვნები:
წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.
მომწოდებელი ვალდებულია მიიტანოს ტექნიკა დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე;
საგარანტიო მომსახურება (გარანტიის ვადა - მინ. 1 წელი, Standart manufacturer's warranty in the Authorized Service Center);
ერთი ერთეული HP BL460 Gen9 -ის დეტალური სპეციფიკაცია/შემადგენლობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 3 თებერვლიდან – 2015 წლის 11 თებერვლის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ჯამური ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2-ის გასწვრივ;
- გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ ლარებში მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“.
- შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
დამატებით ინფორმაციის დაუკავშირდით: ალექსანდრე ბარსეგოვი - 599 97 28 02
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 11 თებერვალი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის ბლეიდ სერვერების შესყიდვა/მომსახურების ტენდერის გვერდზე: