ჩაბარების ვადა:

11 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T336 - ტენდერი ბლეიდ სერვერების შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს 2 ცალი HP BL460 Gen9 -ის შესყიდვა/მომსახურებაზე.

საქონლის დასახელება:

1. 2 ერთეული HP BL460 Gen9

2. 4 ერთეული Brocade 8/16Gb Embedded FC Switch 12-port Upgrade E-LTU (T5517AAE)

დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)

მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.

მომწოდებელი ვალდებულია მიიტანოს ტექნიკა დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე;

საგარანტიო მომსახურება (გარანტიის ვადა - მინ. 1 წელი, Standart manufacturer's warranty in the Authorized Service Center);

ერთი ერთეული HP BL460 Gen9 -ის დეტალური სპეციფიკაცია/შემადგენლობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 3 თებერვლიდან – 2015 წლის 11 თებერვლის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ჯამური ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ ლარებში მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“.
  • შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

დამატებით ინფორმაციის დაუკავშირდით: ალექსანდრე ბარსეგოვი - 599 97 28 02

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 11 თებერვალი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის ბლეიდ სერვერების შესყიდვა/მომსახურების ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=357&lang=geo