ჩაბარების ვადა:
8 თებერვალი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3416 - ტენდერი დიზელგენერატორის შესყიდვაზე
შპს „სოლო-ლაკი ინვესტორს“ აცხადებს ტენდერს მასალის: დიზელგენერატორის შესყიდვაზე #25/01-SI-P/DG-18
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- ელექტრული დადგმული სიმძლავრე 240 კვტ-280კვტ;
- ძაბვა – 3 ფაზა
- გენერატორის ციფრული მართვის პულტი და მისი ძირითადი პარამეტრების მონიტორინგი;
- გენერატორი აღჭურვილი უნდა იყოს ხმის ჩამხშობი სპეციალური კონტეინერით და აკუმლატორის დამტენით.
- ავტომატური გაშვების მართვის პულტი (ელექტოენერგიის გათიშვის შემთხვევაში ავტომატური გაშვება)
რაოდენობა - 1 ცალი.
შესყიდვების ობიექტის მიწოდების ფარგლებში უნდა განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები:
- ტრანსპორტირება ქ. თბილისში, მისამართზე ლორთქიფანიძის ქ. N4;
- ობიექტზე დიზელგენერატორის მონტაჟი;
- ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება.
შპს „სოლო-ლაკი ინვესტორს“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი გილაური. საკონტაქტო ნომერი: 599 51 61 60.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 8.02.2018, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები