ჩაბარების ვადა:

8 თებერვალი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3416 - ტენდერი დიზელგენერატორის შესყიდვაზე

შპს „სოლო-ლაკი ინვესტორს“ აცხადებს ტენდერს მასალის: დიზელგენერატორის შესყიდვაზე #25/01-SI-P/DG-18

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • ელექტრული დადგმული სიმძლავრე 240 კვტ-280კვტ;
  • ძაბვა – 3 ფაზა
  • გენერატორის ციფრული მართვის პულტი და მისი ძირითადი პარამეტრების მონიტორინგი;
  • გენერატორი აღჭურვილი უნდა იყოს ხმის ჩამხშობი სპეციალური კონტეინერით და აკუმლატორის დამტენით.
  • ავტომატური გაშვების მართვის პულტი (ელექტოენერგიის გათიშვის შემთხვევაში ავტომატური გაშვება)

რაოდენობა - 1 ცალი.

შესყიდვების ობიექტის მიწოდების ფარგლებში უნდა განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები:

  • ტრანსპორტირება ქ. თბილისში, მისამართზე ლორთქიფანიძის ქ. N4;
  • ობიექტზე დიზელგენერატორის მონტაჟი;
  • ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება.

შპს „სოლო-ლაკი ინვესტორს“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი გილაური. საკონტაქტო ნომერი: 599 51 61 60.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 8.02.2018, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები