12 მარტი 2018, 10:00
სტატუსი:
დასრულებულიT3581 - ტენდერი ლეწის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: მინა
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 12 მარტი 2018 დრო 10:00
 
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს ლეწის შესყიდვის შესახებ.
შუშის ნამსხვრევის ზომა- მიახლოებით 5 სმ ნატეხებად (მთავარია ძალიან წვრილი ფრაქცია, არ იყოს ფხვნილი - „პუდრა“)
აუცილებელი მოთხოვნები:
- ლეწი უნდა იყოს გარეცხილი;
 - დახარისხებული უნდა იყოს ფერების მიხედვით;
 - არ უნდა იყოს დაბინძურებული გარე მინარევებისაგან. (მაგ: ქვა, რკინა და სხვ.);
 - გამყიდველი უზრუნველყოფს ლეწის ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯებით ს.ს.“მინა“-ს საწყობში მიტანით.
 - გთხოვთ წარმოგვიდგინოთ ტექნიკური ხაზის მონაცემები.
 
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება 2018 წლის 12 მარტის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს: 
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
 - იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
 - კომპანიის სამართლებრივი ფორმა
 - კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
 - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
 
 შემოთავაზება - 1 ტონა ლეწის ღირებულება ტრანსპორტირების ჩათვლით დ.ღ.გ-ს გარეშე;
კომპანია უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები.
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; (ელ.ფოსტის მეშვეობით) 
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება. 
განიხილება მხოლოდ 12 მარტის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com
ან დაგვიკავშირდით
995 32 244 99 81 – (ზექი ბილგინი)
ტენდერის კატეგორია:
- 14800000 სხვადასხვა არალითონური მინერალური პროდუქტი