ჩაბარების ვადა:

12 მარტი 2018, 10:00

სტატუსი:

დასრულებული

T3581 - ტენდერი ლეწის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს ლეწის შესყიდვის შესახებ.

შუშის ნამსხვრევის ზომა- მიახლოებით 5 სმ ნატეხებად (მთავარია ძალიან წვრილი ფრაქცია, არ იყოს ფხვნილი - „პუდრა“)

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ლეწი უნდა იყოს გარეცხილი;
  • დახარისხებული უნდა იყოს ფერების მიხედვით;
  • არ უნდა იყოს დაბინძურებული გარე მინარევებისაგან. (მაგ: ქვა, რკინა და სხვ.);
  • გამყიდველი უზრუნველყოფს ლეწის ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯებით ს.ს.“მინა“-ს საწყობში მიტანით.
  • გთხოვთ წარმოგვიდგინოთ ტექნიკური ხაზის მონაცემები.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება 2018 წლის 12 მარტის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს: 

წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია 

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით

შემოთავაზება - 1 ტონა ლეწის ღირებულება ტრანსპორტირების ჩათვლით დ.ღ.გ-ს გარეშე;
კომპანია უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები.
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; (ელ.ფოსტის მეშვეობით) 

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება. 
განიხილება მხოლოდ 12 მარტის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com
ან დაგვიკავშირდით
995 32 244 99 81 – (ზექი ბილგინი)

ტენდერის კატეგორია:

  • 14800000 სხვადასხვა არალითონური მინერალური პროდუქტი