ჩაბარების ვადა:
13 თებერვალი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT361 - ტენდერი ციცხვიანი ექსკავატორის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს ციცხვიანი ექსკავატორის შესყიდვაზე.
ექსკავატორის მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს:
- საექსპლუატაციო მასა 17 ტონიდან - 19 ტონამდე.
- ციცხვის მოცულობა 0.5მ3 -დან 0.9მ3 -მდე.
- ძრავის სიმძლავრე 115ცხ.ძ - დან 160ცხ.ძ.
- ჰიდრავლიკური ხაზი დამატებითი მოწყობილობებისათვის.
- კონდენციონერი და გათბობა.
- გარანტია არანაკლებ ერთი წელი ან 3000 საათი.
დამატებითი პირობები:
- ტექნიკის მოწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 15 დღისა.
- ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
- გადახდა მოხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მთლიანი ღირებულების 35%-ის ოდენობით და დარჩენილი თანხა განაწილდება თანაბრად 9 თვის განმავლობაში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე დალუქული კონვერტით.
- განფასება წარმოდგენილი უნდა იქნას ლარებში დღგ-ს ჩათვლით. ფასში უნდა შედიოდეს შსს მომსახურების სააგენტოში გაფორმებისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრების ღირებულება.
- ორგანიზაციის მომართვა, კომპანიის საქმიანობის ისტორიის მოკლე აღწერა.
- წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნას 2015 წლის 13 თებერვლის ჩათვლით 17.00სთ-მდე. მისამართი: ქ. თბილისი, გაზაფხულის 14.
ტენდერის შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 16 თებერვალს.
საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ჩიჩუა 591 931010