ჩაბარების ვადა:

13 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T361 - ტენდერი ციცხვიანი ექსკავატორის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს ციცხვიანი ექსკავატორის შესყიდვაზე.

ექსკავატორის მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს:

  • საექსპლუატაციო მასა 17 ტონიდან - 19 ტონამდე.
  • ციცხვის მოცულობა 0.5მ3 -დან 0.9მ3 -მდე.
  • ძრავის სიმძლავრე 115ცხ.ძ - დან 160ცხ.ძ.
  • ჰიდრავლიკური ხაზი დამატებითი მოწყობილობებისათვის.
  • კონდენციონერი და გათბობა.
  • გარანტია არანაკლებ ერთი წელი ან 3000 საათი.

დამატებითი პირობები:

  • ტექნიკის მოწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 15 დღისა.
  • ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
  • გადახდა მოხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მთლიანი ღირებულების 35%-ის ოდენობით და დარჩენილი თანხა განაწილდება თანაბრად 9 თვის განმავლობაში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე დალუქული კონვერტით.
  • განფასება წარმოდგენილი უნდა იქნას ლარებში დღგ-ს ჩათვლით. ფასში უნდა შედიოდეს შსს მომსახურების სააგენტოში გაფორმებისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრების ღირებულება.
  • ორგანიზაციის მომართვა, კომპანიის საქმიანობის ისტორიის მოკლე აღწერა.
  • წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნას 2015 წლის 13 თებერვლის ჩათვლით 17.00სთ-მდე. მისამართი: ქ. თბილისი, გაზაფხულის 14.

ტენდერის შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 16 თებერვალს.

საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ჩიჩუა 591 931010

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ