ჩაბარების ვადა:
29 მარტი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3651 - ტენდერი საცხებ-საპოხი მასალების კორპორატიული მომწოდებლის გამოსავლენად
ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) აცხადებს ტენდერს საცხებ-საპოხი მასალების კორპორატიული მომწოდებლის გამოსავლენად ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის #21/03-GIG-P-LUB-17
კომპანიების ჩამონათვალი:
- შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“;
- შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“;
- შპს „მტკვარი ენერჯი“;
- შპს „ნეოგაზი“;
- შპს ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა;
- შპს „ჯორჯიან ბაზალტი“;
- შპს „საქინვესტი“.
გეგმიური მოხმარება 2018 წლის განმავლობაში წარმოდგენილია: დანართი N1-ში.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება. სასურველია წინადადება წარმოდგენილი იყოს შემდეგი ორი სახით:
- კომერციული წინადადება შევსებული დანართი N2-ის სახით: ფიქსირებული ფასდაკლება (ლარში) თითოეული პოზიციისთვის 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
- კომერციული წინადადება შევსებული დანართი N3-ის სახით: ფიქსირებული ფასდაკლება (პროცენტული) თითოეული პოზიციისთვის 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით; - შემოთავაზებული პროდუქციის ბოლო 6 თვის ფასების სტატისტიკა;
- სერვის ცენტრების არსებობის შემთხვევაში, მათი ლოკაციები.
- შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის სერთიფიკატები;
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.
კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის ნომერი და დასახელება
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 29 მარტის 17:00 საათამდე.
- დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე:
- დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე;
- ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 595 33 44 95. საკონტაქტო პირი: თამაზ ყვავილაშვილი
ტენდერის კატეგორია:
- 09200000 ნავთობი, ქვანახშირი და ნავთობპროდუქტები