ჩაბარების ვადა:

29 მარტი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3651 - ტენდერი საცხებ-საპოხი მასალების კორპორატიული მომწოდებლის გამოსავლენად

ტენდერის აღწერილობა:

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) აცხადებს ტენდერს საცხებ-საპოხი მასალების კორპორატიული მომწოდებლის გამოსავლენად ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის #21/03-GIG-P-LUB-17

კომპანიების ჩამონათვალი:

  • შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“;
  • შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“;
  • შპს „მტკვარი ენერჯი“;
  • შპს „ნეოგაზი“;
  • შპს ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა;
  • შპს „ჯორჯიან ბაზალტი“;
  • შპს „საქინვესტი“.

გეგმიური მოხმარება 2018 წლის განმავლობაში წარმოდგენილია: დანართი N1-ში.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება. სასურველია წინადადება წარმოდგენილი იყოს შემდეგი ორი სახით:
    - კომერციული წინადადება შევსებული დანართი N2-ის სახით: ფიქსირებული ფასდაკლება (ლარში) თითოეული პოზიციისთვის 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
    - კომერციული წინადადება შევსებული დანართი N3-ის სახით: ფიქსირებული ფასდაკლება (პროცენტული) თითოეული პოზიციისთვის 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ბოლო 6 თვის ფასების სტატისტიკა;
  • სერვის ცენტრების არსებობის შემთხვევაში, მათი ლოკაციები.
  • შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის სერთიფიკატები;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის ნომერი და დასახელება

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 29 მარტის 17:00 საათამდე.
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე:
  • დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე;
  • ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 595 33 44 95. საკონტაქტო პირი: თამაზ ყვავილაშვილი

ტენდერის კატეგორია:

  • 09200000 ნავთობი, ქვანახშირი და ნავთობპროდუქტები