18 აპრილი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3743 - ტენდერი ბენზინმზიდებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge
შპს „ფრეგო” აცხადებს ტენდერს ბენზინმზიდებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვაზე.
ტენდერის პირობები:
- გადასაზიდი ტვირთი - ნავთობპროდუქტები;
- გადაზიდვის მიმართულებები - კომპანია ფრეგო-ს აგს-ბის ქსელი(გთხოვთ იხილოთ ვებ.გვერდზე: www.frego.ge ). ტრანსპორტირების საწყის ეტაპად განიხილება ქ. თბილისში მდებარე აგს-ბის ქსელი;
- ტენდერში მონაწილე კომპანიის სარგებლობაში არსებული ბენზინმზიდების საჭირო რაოდენობა - არანაკლებ 5 ბენზინმზიდისა (20 ტონიანი);
- მომსახურების ვადა - 24 თვე;
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ტენდერში მონაწილე კომპანიის რეკვიზიტები:
- აუცილებელი პირობა - პრეტენდენტი უნდა იყოს რეზიდენტი კომპანია.
- კომპანიის სრული დასახელება
- იურიდიული მისამართი
- ფაქტობრივი მისამართი
- ტელ, ფაქსი, ელ-ფოსტა
- საკონტაქტო პირი
- საბანკო რეკვიზიტები
- მონაცემები კომპანიის ხელმძღვანელი პირების შესახებ
ტენდერში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტები:
- ამონაწერი კომერციული (სამეწარმეო) რეესტრიდან;
- ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესახებ;
- ბენზინმზიდების სარგებლობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბენზინმზიდების დაკალიბრების ცხრილი;
- აუცილებელია ნავთობპროდუქტების გადაზიდვების განხორციელების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
სატენდერო პროცედურები
- ტენდერის ჩატარების თარიღი - 2018 წლის აპრილი;
- გამარჯვებული კომპანია არჩეულ იქნება მათთან დაგაგმილი შეხვედრების შედეგად;
- ტენდერის ჩატარების ადგილი - ქ. თბილისი, ა.ბელიაშვილის ქ. N145-კომპანია „ფრეგო“-ს სათაო ოფისი;
- ტენდერში მონაწილეებმა 2018 წლის 18 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ კომპანიის რეკვიზიტები, ტენდერში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტები და სატენდერო წინადადება თანმხლებ წერილთან ერთად შემდეგ ელ. ფოსტაზე: tamar.kakabadze@frego.ge
განსაკუთრებული პირობები
- ხელშეკრულება დაიდება იმ პრეტენდენტთან, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს სატენდერო კომიტეტის მოთხოვნას;
- წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, კომისია იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია;
- კომპანია არ არის ვალდებული პრეტენდენტებს განუმარტოს თავისი გადაწყვეტილების საფუძველი ტენდერის ჩაშლასთან ან საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით.
- კომპანია არ იღებს ვალდებულებას აუცილებლად დადოს ხელშეკრულება კონკურსში მონაწილე რომელიმე პრეტენდენტთან.
საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar.kakabadze@frego.ge
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები