ჩაბარების ვადა:
23 თებერვალი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT379 - ტენდერი სასტუმროსთვის ტელევიზორის შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
სასტუმრო "Georgia Palace Hotel and Spa" აცხადებს ტენდერს სასტუმროსთვის ტელევიზორის შესაძენად და მონტაჟზე.
კონკურსის პირობები:
- 39–დან 43 დიუმამდე 155 ერთეული ტელევიზორი.
- 47 დიუმიანი 7 ერთეული ტელევიზორი.
- გარანტია 2 წელი.
- მოწოდების საბოლო თარიღი არ უნდა გადასცდეს 2015 წლის 30 აპრილს.
- გადახდის პირობები (ხელშეკრულების საფუძველზე) ავანსი ღირებულების 10%, ხოლო მოწოდებისთანავე 20% და 70% 2015 წლის აგვისტოს ბოლოს.
- მომწოდებლის მიერ 2015 წლის 15 მარტამდე წარმოდგენილი უნდა იქნეს თითოეული სახეობის ნიმუში. (ქ. ქობულეთი დ. აღმაშენებლი №275).
ტელევიზორის ტექნიკური სპეციფიკაცია:
- ტელეიზორი უნდა იყოს სასტუმროსთვის ოპტიმიზირებული.
- ტელევიზორს უნდა გააჩნდეს WIFI Access Point ფუნქცია (სასტუმროს ოთახში მყოფ სტუმრებს უნდა შეეძლოს WIFI-თ დაკავშირება და ინტერნეტის გამოყენება).
- ტელევიზორები უნდა იმართებოდეს სერვერიდან.
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მოწოდების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.
დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- რეესტრის ამონაწერი.
- გამოცდილების ამსახველი მასალა.
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ.
- საკონტაქტო ინფორმაცია.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, სატენდერო დოკუმენტაცია გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Vacant@gph.ge არაუგვიანეს 2015 წლის 23 თებერვლამდე.