ჩაბარების ვადა:

23 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T379 - ტენდერი სასტუმროსთვის ტელევიზორის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სასტუმრო "Georgia Palace Hotel and Spa" აცხადებს ტენდერს სასტუმროსთვის ტელევიზორის შესაძენად და მონტაჟზე.

კონკურსის პირობები:

  • 39–დან 43 დიუმამდე 155 ერთეული ტელევიზორი.
  • 47 დიუმიანი 7 ერთეული ტელევიზორი.
  • გარანტია 2 წელი.
  • მოწოდების საბოლო თარიღი არ უნდა გადასცდეს 2015 წლის 30 აპრილს.
  • გადახდის პირობები (ხელშეკრულების საფუძველზე) ავანსი ღირებულების 10%, ხოლო მოწოდებისთანავე 20% და 70% 2015 წლის აგვისტოს ბოლოს.
  • მომწოდებლის მიერ 2015 წლის 15 მარტამდე წარმოდგენილი უნდა იქნეს თითოეული სახეობის ნიმუში. (ქ. ქობულეთი დ. აღმაშენებლი №275).

ტელევიზორის ტექნიკური სპეციფიკაცია:

  • ტელეიზორი უნდა იყოს სასტუმროსთვის ოპტიმიზირებული.
  • ტელევიზორს უნდა გააჩნდეს WIFI Access Point ფუნქცია (სასტუმროს ოთახში მყოფ სტუმრებს უნდა შეეძლოს WIFI-თ დაკავშირება და ინტერნეტის გამოყენება).
  • ტელევიზორები უნდა იმართებოდეს სერვერიდან.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მოწოდების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • რეესტრის ამონაწერი.
  • გამოცდილების ამსახველი მასალა.
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ.
  • საკონტაქტო ინფორმაცია.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, სატენდერო დოკუმენტაცია გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Vacant@gph.ge არაუგვიანეს 2015 წლის 23 თებერვლამდე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ