17 მაისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3827 - ტენდერი „თეთრეულის უნიფორმების და სხვა ქსოვილური ნაწარმის მიწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „თეთრეულის უნიფორმების და სხვა ქსოვილური ნაწარმის მიწოდება 2018-2019“ შეთავაზების წარმოდგენას.
შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 17 მაისის 18:00 საათისა.
- სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 2 მაისი 2018
- სატენდერო წინადადებების მიღება 17 მაისი 2018
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 24 მაისი 2018
- ხელშეკრულების გაფორმება 31 მაისი 2018
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს დახურული კონვერტის პრინციპით. კონვერტი უნდა იყოს დალუქული და სველი წესით დამოწმებული. კონვერტზე დატანილი უნდა იყოს:
- ტენდერის სრული დასახელება
- პრეტენდენტის იურიდიული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი
- პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია
- მიმღები: სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ - შესყიდვების განყოფილება
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 17 მაისის 18:00 საათისა სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ოფისში, მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზ. N40, მე-5 სართ.
შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში,
გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge .
ტენდერის კატეგორია:
- 39500000 ქსოვილის ნივთები
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები