ჩაბარების ვადა:

17 მაისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3827 - ტენდერი „თეთრეულის უნიფორმების და სხვა ქსოვილური ნაწარმის მიწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „თეთრეულის უნიფორმების და სხვა ქსოვილური ნაწარმის მიწოდება 2018-2019“ შეთავაზების წარმოდგენას.

შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 17 მაისის 18:00 საათისა.
  • სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება 2 მაისი 2018
  • სატენდერო წინადადებების მიღება 17 მაისი 2018
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 24 მაისი 2018
  • ხელშეკრულების გაფორმება 31 მაისი 2018

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს დახურული კონვერტის პრინციპით. კონვერტი უნდა იყოს დალუქული და სველი წესით დამოწმებული. კონვერტზე დატანილი უნდა იყოს:

  • ტენდერის სრული დასახელება
  • პრეტენდენტის იურიდიული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი
  • პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია
  • მიმღები: სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ - შესყიდვების განყოფილება

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 17 მაისის 18:00 საათისა სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ოფისში, მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზ. N40, მე-5 სართ.

შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში,
გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge .

ტენდერის კატეგორია:

  • 39500000 ქსოვილის ნივთები
  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები