31 მაისი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3855 - ტენდერი აღგზნების სისტემის აგებაზე ჰიდროელექტროსადგურებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: აღგზნების სისტემის აგება ჰიდროელექტროსადგურებზე #08/05-GIEC-EXCITATION-18
მომსახურების აღწერა:
ამ ეტაპისთვის გათვალისწინებულია არგზნების სისტემის პროექტირება, მონტაჟი, გაწყობა. ტესტირება, ექსპლუატაციაში ჩაშვება (სახელმწიფო ელექტრო სისტემის მოთხოვნების თანახმად) შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს კუთვნილ 2 (ორი) ჰიდროელექტროსადგურზე, კერძოდ:
- ბჟუჟა ჰესი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გომი;
- იგოეთი ჰესი - კასპის მუნიციპალიტეტი სოფ. იგოეთი.
პროექტის განხორციელების საორიენტაციო ვადები:
- პროექტირების ეტაპი: 2018 წლის 11 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით;
- სამუშაოების წარმოების ეტაპი: 2018 წლის 8 ივლისიდან 27 ნოემბრის ჩათვლით.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- ტექნიკური დავალება ქართულ ენაზე;
- ტექნიკური დავალება რუსულ ენაზე.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- დეტალური კომერციულ-ტექნიკური წინადადება თითოეული ჰიდროელექტროსადგურისთვის. წინადადება უნდა შეიცავდეს:
- დეტალურ ხარჯთაღრიცხვას თითოეული ჰიდროელექტროსადგურისთვის;
- დეტალურად გაწერილ სამუშაოების შესრულების გრაფიკს თითოეული ჰიდროელექტროსადგურისთვის;
- სამუშაოების შესრულების გრაფიკთან მიბმულ გადახდის პირობებს;
- შემოთავაზებული გადაწყვეტილების დეტალურად გაწერილი ტექნიკური დეტალები (შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი, მოდელი, წარმოშობის ქვეყანა, დეტალური ტექნიკური პარამეტრები). გადაწყვეტილების დეტალური აღწერა
- მონტაჟისა და გაშვების შემდგომ პერსონალის გადამზადების ღირებულება კაც/საათებში;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები;
- გარანტიის შემდგომი სერვისის განხორციელების საშუალების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნული სერვისის ღირებულება კაც/საათებში. - ინფორმაცია კომპანიის კვალიფიკაციის შესახებ:
- კომპანიის მოკლე პრეზენტაცია;
- ინფორმაცია ანალოგიური ან/და მსგავსი პროექტების განხორციელების შესახებ საქართველოში ან საზღვარგარეთ;
- ინფორმაცია ამ პროექტში ჩართული პიროვნებების კვალიფიკაციის შესახებ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 (GIG PLAZA) საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ილია კამკამიძე, საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 31.05.2018, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები